FM97.5 / LIVE

სკოლებში მანდატურის სამსახური გაძლიერდება

მთავარისიახლე, განათლება 12.02.2019
ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, მანდატურის სამსახურის უფროსმა გელა გელაძემ მასწავლებლებს, დირექტორებს, მოსწავლეებსა და მშობლებს მანდატურის სამსახურში მიმდინარე ცვლილებები გააცნო.

სკოლებში მანდატურის სამსახური გაძლიერდება

„მნიშვნელოვან რეფორმას ვახორციელებთ, ვაძლიერებთ უსაფრთხოებისა და ფსიქოლოგიური მომსახურების კომპონენტებს, ამავდროულად პირველად შეიქმნა დოკუმენტი, რომელიც მთლიანად უსაფრთხოებასა და პრევენციაზე იქნება ორიენტირებული. ეს ხელს შეუწყობს ჰარმონიულ და სწავლაზე ორიენტირებულ გარემოს სკოლაში, ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის სხვა ქალაქის მოსახლეობასაც მივაწვდით“ - განაცხადა მანდატურის სამსხურის ხელმძღვანელმა გელა გელაძემ.

მისი თქმით, სკოლაში უსაფრთხოების დაცვის მიზნით უკვე ამოქმედდა ე.წ. დარღვევის წერილები: „თუ კი მოსწავლე რაიმე წესს დაარღვევს, ამის შესახებ მანდატურები შეადგენენ დარღვევის ფურცელს და ინფორმაციას დაუყოვნებლივ მშობელსა და დირექციას გადაუგზავნიან. ასევე, მანდატურის სამსახურში იგეგმება ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის გაძლიერებაც“.

სკოლებში მანდატურის სამსახური გაძლიერდება

გელა გელაძის განცხადებით, ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრს მიმდინარე წელს 3000–მდე პირმა მიმართა, ეს კი ფსიქოლოგიური სერვისების მოსწავლეებისთვის მიწოდების აუცილებლობაზე მეტყველებს: „სამცხე–ჯავახეთში ასეთი ცენტრი არ არის, თუმცა მისი გაკეთბა წელს იგეგმება და ის რეგიონის მასშტაბით ნებისმიერ მოსწავლეს მოემსახურება“.

ამჟამად, ქვეყნაში არსებულ 2 085 სკოლიდან მანდატური 458–ს ემსახურება. საქართველოში სულ 1 300 მანდატურია. სამცხე-ჯავახეთის 168 სკოლიდან კი მანდატური მხოლოდ 14–შია.

„იმ სკოლებში, სადაც მანდატურები არ არიან, იქნებიან უფლებამოსილი პირები, რომლებიც მოსწავლეების უსაფრთხოებაზე იზრუნებენ. ისინი გადამზადებას მანდატურის სამსახურში გაივლიან“, – ამბობს გელა გელაძე.

მსგავსი საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები სამცხე–ჯავახეთის სხვა მუნიციპალიტეტებშიც გაიმართება.

ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში შეხვედრა ამერიკის კუთხის პროექტის - „კანონის უზენაესობა თემებში“ ფარგლებში გაიმართა.

სკოლებში მანდატურის სამსახური გაძლიერდება

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი ამოქმედდა
ჯავახეთის სკოლებში მანდატურები პირველად შევიდნენ
ასპინძისა და ვალის სკოლებში მანდატურები დაინიშნენ
სკოლებში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები მეტალო-დეტექტორებით აღიჭურვებიან
რამდენად უსაფრთხო გარემოა სკოლებში - აუდიტის ანგარიში
განათლების რეფორმის ფარგლებში,'უსაფრთხო სკოლის' პროექტი დაინერგება
რა შეცვალა მანდატურის სამსახურმა [Video]