FM97.5 / LIVE

სკოლებში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები მეტალო-დეტექტორებით აღიჭურვებიან

მთავარისიახლე, განათლება, სამართალი 25.01.2019
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის სექტემბრამდე, სკოლებში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ყველა პირი მეტალო-დეტექტორებით აღიჭურვება.

სკოლებში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები მეტალო-დეტექტორებით აღიჭურვებიან

2021 წლის ბოლომდე პოლიციის აკადემიაში გადამზადდება 1 300 მოქმედი მანდატური, რომელსაც შსს-სა და განათლების სამინისტროს მიერ შექმნილი ახალი სასწავლო მოდული არ გაუვლია. ამის შესახებ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა გელა გელაძემ განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან და მის მოადგილე ნათია ზედგენიძესთან ერთად გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, ასევე, გაგრძელდება იმ საჯარო სკოლების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების გადამზადება, მაგალითად, სკოლის დირექტორის მოადგილეების, სადაც მანდატური არ არის და მისი შეყვანა მოგვიანებით იგეგმება.
პრეზენტაციაზე გელა გელაძემ მანდატურის სამსახურის თანამშრომლების ანაზღაურებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, მათი ანაზღურება მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 200 ლარით გაიზარდა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ძალადობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და ინფორმირების მიზნით სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს ინტერნეტ-პორტალი www.befriend.mes.gov.ge, რომელიც წლის განმავლობაში საბოლოო სახით მოდიფიცირდება. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, ფსიქოლოგის კონსულტაცია როგორც ონლაინ რეჟიმში, ასევე, მობილური აპლიკაციის მეშვეობით იქნება შესაძლებელი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მანდატურის სამსახური წარმოდგენილია 458 სკოლაში და სულ დასაქმებულია 1 300 მანდატური. ასევე, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვირდებისა და პოპულარიზაციის მიზნით, მანდატურებისა და სკოლის მოსწავლეების ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით სპორტული ღონისძიებები გაიმართება.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

განათლების რეფორმის ფარგლებში,'უსაფრთხო სკოლის' პროექტი დაინერგება
სკოლებში მანდატურის სამსახური გაძლიერდება
რამდენად უსაფრთხო გარემოა სკოლებში - აუდიტის ანგარიში
ჯავახეთის სკოლებში მანდატურები პირველად შევიდნენ
რა შეცვალა მანდატურის სამსახურმა [Video]
ასპინძისა და ვალის სკოლებში მანდატურები დაინიშნენ
სკოლებში  ვიდეოსათვალთვალო სისტემები დამონტაჟდება