FM97.5 / LIVE

ახალციხის თემის დეპუტატების უმრავლესობამ ქალაქთან შეერთებას მხარი დაუჭირა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 19.05.2017
ოცდაერთი მომხრე, ერთის წინააღმდეგ - მთავრობის პოზიციას ახალციხის თემისა და ქალაქის გაერთიანებაზე, თემის საკრებულოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა;

ახალციხის თემის დეპუტატების უმრავლესობამ ქალაქთან შეერთებას მხარი დაუჭირა

ახალციხის თემის საკრებულოს დეპუტატების უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ სჯობს ახალციხეს ქალაქის სტატუსი გაუუქმდეს და თემის მუნიციპალიტეტი კვლავ ქალაქთან გაერთიანდეს.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებმა არ დაუჭირეს. უმრავლესობის წარმომადგენელ დეპუტატების პოზიციები ერთსულოვანი იყო.

საკრებულოს სხდომა ამ წუთებში დასრულდა. იგი ხმაურის ფონზე დაახლოებით ერთ საათს მიმდინარეობდა. ერთმა დეპუტატმა პარტია "ევროპული საქართველოდან" პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა. 21–მა წევრმა კი თემისა და ქალაქის შეერთებას მხარი დაუჭირა.

დღევანდელ სხდომას სულ 24 დეპუტატი ესწრებოდა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობა 12 თვითმმართველი ქალაქიდან შვიდისთვის სტატუსის გაუქმებას ფიქრობს. ეს ქალაქებია: ოზურგეთი, გორი, ამბროლაური, ახალციხე, თელავი და მცხეთა. დღეს, 19 მაისს ამ ქალაქებისა და ასევე მათი თემების საკრებულოებში გაერთიანების საკითხზე სხდომები იმართება.

დღეს, 19 მაისს დილიდან ახალციხის არასამთავრობო ორგანიზაციებმა თემისა და ქალაქის საკრებულოებისადმი მიმართვა გაავრცელეს, სადაც მათ იმედი გამოთქვეს, რომ დეპუტატების გადაწყვეტილება მოქალაქეთა ინტერესებს დაეფუძნება. ამავე მიმართვაში ასევე საუბარია იმაზე, რომ ადგილობრივი მოსახლეობის პოზიცია თემისა და ქალაქის გაერთიანებასთან დაკავშირებით უარყოფითია.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის საკრებულომ თემთან შეერთების გადაწყვეტილება მიიღო
ახალციხის თემის საკრებულო თემისა და ქალაქის შეერთების საკითხს განიხილავს
კენჭისყრა – ვინ დაუჭირა მხარი ქალაქის სტატუსის გაუქმებას [Video]
ახალციხის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს
დეპუტატები ახალციხის  თემში, რომლებმაც ქალაქთან მიერთებას მხარი დაუჭირეს [Video]
ახალციხის საკრებულომ  ქალაქის სტატუსის გაუქმებაზე მსჯელობა დაიწყო
დღეს საკრებულოები  თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებაზე იმსჯელებენ