FM97.5 / LIVE

საკადრო ცვლილება ახალციხის რესურსცენტრში

მთავარისაზოგადოება » განათლება 25.03.2013
ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. დიანა ინასარიძე რესურსცენტრის უფროსის მოვალეობას იქამდე შეასრულებს, ვიდრე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კონკურსის წესით ახალ ხელმძღვანელს არ შეარჩევს.

საკადრო ცვლილება ახალციხის რესურსცენტრში

უფროსი სპეციალისტი დიანა ინასარიძე ახალციხის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად 11 მარტს დაინიშნა. მან ამ პოსტზე ნინო დემეტრაძე შეცვალა. რესურცენტრში ამბობენ, რომ დიანა ინასარიძე მოვალეობის შემსრულებლად ახალი ხელმძღვანელის არჩევამდე დარჩება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობის დაკავების მიზნით კონკურსი 18 იანვარს გამოაცხადა.

”სანამ საკონკურსო ვადები დამთავრდება და გამარჯვებული გამოვლინდება ხელმძღავანელის მოვალეობას მე შევასრულებ ”, -ამბობს დიანა ინასარიძე.

ნინო დემეტრაძე ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად 2010 წლის 18 იანვარს დაინიშნა. მიმდინარე წლის 1 მარტს კი თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

შეგახსენებთ, რომ რესურსცენტრის ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსი სამ ეტაპად ტარდება. კონკურსში მონაწილეობას რესურსცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ნინო დემეტრაძეც იღებს. მისი თქმით, პირველი ეტაპი წარმატებით გაიარა და ახლა მეორე ეტაპზეა გადასული.

როდის გამოვლინდება კონკურსში გამარჯვებული ჯერ ცნობილი არ არის.

[თინათი ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რესურსცენტრებში რეორგანიზაცია იგეგმება
ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსად ხათუნა ხმალაძე შეირჩა
ახალციხის არაქართულენოვანი სკოლების დირექტორებმა გამოცდა ვერ ჩააბარეს
არაქართულენოვანი სკოლების დირექტორები გამოცდების არათანაბარ პირობებზე საუბრობენ
ვინ ასრულებს დირექტორის მოვალეობას მეხუთე სკოლაში
განათლების სამინისტრო: მეხუთე სკოლაში ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტური იყო