FM97.5 / LIVE

ახალციხის სკოლების ინკლუზიური განათლების მონიტორინგის შედეგები

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 17.05.2017
ასოციაცია „დეამ“ ახალციხის მესამე და მეხუთე საჯარო სკოლებში ჩატარებული ინკლუზიური განათლების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გამართა;

ახალციხის სკოლების ინკლუზიური განათლების მონიტორინგის შედეგები
შეხვედრა, არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირში“ დღეს, 17 მაისს გაიმართა.

ასოციაცია „დეამ“ პროექტის „ინკლუზიური განათლების მონიტორინგის“ ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები ახალციხეში, სკოლების პედაგოგებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო.

როგორც პროექტის ორგანიზატორები აცხადებენ, ინკლუზიური განათლების შესახებ კვლევები, რომლის მიზანსაც, ინკლუზიური განათლების პოლიტიკის ეფექტური განხორციელება წარმოადგენს, სამცხე–ჯავახეთში, მხოლოდ ორ, ახალციხის მესამე და მეხუთე საჯარო სკოლებში ჩატარდა.

მკვლევარები დაინტერესდნენ, რა მდგომარეობაა სკოლებში გენდერული, ეთნიკური და რელიგიური მიმართულებით. ამიტომ, აღნიშნულ საკითხებზე სკოლის დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები გამოიკითხნენ.

როგორც, ასოციაცია „დეას“ პროექტის მკვლევარი ბაკურ გოგოხია განმარტავს, დღეს შეხვედრის მონაწილეებს კველვის შედეგები ზოგადად გააცნეს, მის ანალიზზე კი ექსპერტები მუშაობენ. გოგოხიას თქმით, შედეგების მიხედვით სკოლებში, დისკრიმინაციული ნიშნები არ გამოკვეთილა, თუმცა მას მიაჩნია, რომ პედაგოგების, დირექტორების, მოსწავლეებისა თუ მშობლების პასუხები ერთმანეთთან შეთანხმებული იყო.

„პროექტის ფარგლებში, ჩვენ აღნიშნულ ჯგუფებთან შეხვედრები გავმართეთ და გამოკითხვა ამის შემდეგ ჩავატარეთ. მათი საუბრიდან გამომდინარე დისკრიმინაციული ნიშნები არ იკვეთებოდა, თუმცა გარე თვალიდან ეტყობოდა, რომ მათი კომენტარები ერთმანეთთან შეთანხმებული იყო,“–ამბობს ბაკურ გოგოხია.

პროექტის ორგანიზატორების თქმით, სკოლებმა კვლევაში ჩართვის მზაობა თავიდანვე გამოთქვეს, თუმცა სამონიტორინგო შეხვედრებში მონაწილეობის მიღების სურვილი მხოლოდ ქალებმა გამოთქვეს. ქვეყნის მასშტაბით, 6 ქალაქში ჩატარებულ შეხვედრებზე, ჯამში 113 ადამიანიდან, მამაკაცი მხოლოდ 10 იყო.

ასოციაცია „დეაში“ ამბობენ, რომ მონიტორინგის საბოლოო ანალიზის შედეგად, სასწავლო დაწესებულებებს ექნებათ ინფორმაცია ინკლუზიური განათლების მიმდინარე პროცესებზე, რეალურ ვითარებაზე, სუსტ და ძლიერ მხარეებზე. აღნიშნულის საფუძველზე კი ორგანიზატორები ფიქრობენ, რომ სასწავლო დაწესებულებები თავად შეძლებენ სასწავლო გარემოს დახვეწას და გაუმჯობესებას.

პროექტის ორგანიზატორების ამ მოლოდინის მიეუხედავად, შეხვედრის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ ინკლუზიური სწავლების გაუმჯობესებაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს და ახალი მეთოდები შეიმუშავოს.

„ეს საკითხი მოუგვარებელია და სახელმწიფომ ინკლუზიური სწავლების მხრივ თავისი პოლიტიკა უნდა შეცვალოს. მაგალითად უნდა გადამზადდნენ სპეციალისტი პედაგოგები და მათ უნდა იმუშაონ ბავშვებთან. კიდევ ერთი აუცილებლობა სხვა ქვეყნების გამოცდილების გადაღებაა, რაც ძალიან დაგვეხმარება,“–ამბობს შეხვედრის მონაწილე ნანა იოსელიანი.

პროექტი „ინკლუზიური განათლების მონიტორინგი“ ასოციაცია „დეასა“ და მისი პარტნიორი ორგანიზაციების „GNNT” ჯგუფისა და სტეფ–ფორვარდის მიერ, ევროპის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი გასული წლის აგვისტოში დაიწყო. მისი ასოცირებული წევრია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რეგიონის ინკლუზიური განათლების სპეციალისტებისთვის კონკურსი ცხადდება
ახალციხეში  ინკლუზიური განათლების შესახებ რეგიონული კონფერენცია მიმდინარეობს
გადაცემა 'საფეხური' – ინკლუზიური განათლება სკოლებში [Audio]
ინკლუზიური განათლების პოლიტიკა საქართველოში
მომავალი პედაგოგები ინკლუზიური განათლებისთვის ემზადებიან
ინკლუზიური სწავლების კურსები ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრში
საჯარო სკოლებს დაფინანსება გაეზარდათ