FM97.5 / LIVE

საჯარო სკოლებს დაფინანსება გაეზარდათ

მთავარისაზოგადოება » განათლება 27.11.2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლების დაფინანსების ახალი მოდელი შეიმუშავა, რომლის მიხედვით, საჯარო სკოლებს დაფინანსება გაეზრდებათ.

საჯარო სკოლებს დაფინანსება გაეზარდათ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტრომ, სკოლების ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით, პრიორიტეტები განსაზღვრა და ვაუჩერული დაფინანსების ზრდის მიმართულებით ძირეული ცვლილებები განახორციელა. კერძოდ,
გაიზარდა პედაგოგებისა და სკოლის ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ხელფასები.
გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, ვაუჩერული დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა სოფელში, დაბაში და მაღალმთიან რეგიონებში მდებარე საჯარო სკოლებში.

"დაფინანსების ძველი მოდელი არ იძლეოდა ამ სკოლების განვითარების საშუალებას. ვაუჩერულ დაფინანსებაში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე კი, სკოლას შეუძლია კონკრეტული საჭიროებებიდან გამომდინარე განსაზღვროს პრიორიტეტები და თავად დაგეგმოს სკოლის ბიუჯეტი, სკოლის დირექციას შეუძლია თანხები მიმართოს იმ პროექტებისა და პროგრამების დაფინანსებაზე, რაც კონკრეტული სკოლისთვის მნიშვნელოვანია.

სკოლების დაფინანსების ახალ სისტემაში გათვალისწინებულია ინკლუზიური განათლების სპეციფიკა და სკოლა სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის დამატებით დაფინანსებას იღებს. თანხა გამიზნულია ინკლუზიური სერვისის (სპეც-მასწავლებელი, ფსიქოლოგი, ინკლუზიური განათლების კოორდინატორი, შესაბამისი ინფრასტრუქტურა, აღჭურვა) უზრუნველყოფისთვის", - ნათქვამია სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.

[SKnews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სკოლების ადმინისტრაციების და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლებს ანაზღაურება გაეზრდებათ
რეგიონის ინკლუზიური განათლების სპეციალისტებისთვის კონკურსი ცხადდება
საჯარო სკოლების დაფინანსება იზრდება
უშედეგო ოპტიმიზაცია
გია მურღულია სკოლების დაფინანსების ცვლილების აუცილებლობაზე საუბრობს
განათლების მინისტრის მოადგილე ბორჯომელ პედაგოგებს შეხვდა
განათლების სამინისტრომ საჯარო სკოლებს დირექტორობის კანდიდატები წარუდგინა