FM97.5 / LIVE

ინკლუზიური სწავლების კურსები ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრში

მთავარისიახლე, საზოგადოება 19.09.2016
ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი შშმ პირებისთვის ახალ პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, ერთი პირი უკვე კომპიუტერის, საბუღალტრო და საგადასახადო საკითხებში კურსს გადის.

ინკლუზიური სწავლების კურსები ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრში
წინუბნელი რუსლან ჩუტკერაშვილი რამდენიმე კვირაა ახალგაზრდულ ცენტრში საბუღალტრო, საგადასახადო და კომპიუტერულ კურსებს უფასოდ გადის. აღნიშნული სფეროები თავად შეარჩია.

„ამ პროექტმა საშუალება მომცა გამოვსულიყავი ოთახიდან და აღარ ჩავკეტილიყავი, მომეცა საშუალება, რომ მესწავლა და საკუთარი თავის რეალიზება მომეხდინა“, -გვეუბნება რუსლან ჩუტკერაშვილი.

რუსლან ჩუტკერაშვილი ინკლუზიურ სწავლებაში ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის სამოქალაქო განათელების პროგრამისა და ასოციაცია მაკლეინის პარტნიორობით ჩაერთო.

როგორც ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრში განმარტავენ, სამოქალაქო განათლების პროგრამაში ჩართულმა მოსწავლეებმა, მონაწილეობა მაკლეინის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მიიღეს. მათ უნდა მოეძიებინათ ინფორმაცია სოფლებში მცხოვრები შშმ პირების შესახებ და ისინი ინკლუზიურ სწავლებაში ჩაერთოთ.

„კონკურსში გურკელის საჯარო სკოლამ გაიმარჯვა. ამ სკოლის მოსწავლეებმა იპვეს რუსლანი“ – განმარტავს პროგრამის კოორდინატორი მზია ინასარიძე.

მისივე თქმით, კურსების დასრულების შემდეგ რუსლან თავად შესძლებს სოფელ წინუბანში სხვებს ასწავლოს კომპიუტერი, საბუღალტრო საქმე და საგადასახადო კოდექსი.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

32  წლის რუსლან ჩუტკერაშვილის დახმარება სჭირდება
სოფელ გურკელში კომპიუტერული ცენტრი გაიხსნა
სამოქალაქო განათლების პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის ბიბლიოთეკა გაიხსნა
32 წლის ახალგაზრდის დასახმარებლად საჭირო თანხა შეგროვდა
ადიგენის ახალგაზრდულ ცენტრში ერთწლიანი მუშაობა შეაჯამეს
გახდი აქტიური!
ახალციხის სკოლებმა სოფელ ხულგუმოს სამოქალაქო კლუბს უმასპინძლეს