FM97.5 / LIVE
ფსიქოლოგი: პატიმრების ფსიქოლოგიური მდგომარეობა ციხიდან გამოსვლის შემდეგ უფრო დამძიმდა

ფსიქოლოგი: პატიმრების ფსიქოლოგიური მდგომარეობა ციხიდან გამოსვლის შემდეგ უფრო დამძიმდა

მთავარისამართალი 22.03.2013
ფსიქოლოგი სიმონ მამულაშვილი ამბობს, რომ ყოფილი პატიმრების ფსიქოლოგიური მდგომარეობა სასჯელაღსრულებლის დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ უფრო დამძიმდა, რადგან მათ საზოგადოების მხრიდან მათ გაუცხოვება და უნდობლობა იგრძნეს.

ფსიქოლოგი: პატიმრების ფსიქოლოგიური მდგომარეობა ციხიდან გამოსვლის შემდეგ უფრო დამძიმდა
ორდღიანი ფსიქოლოგიური კონსულტაციები, რომელიც ასოციაცია „ტოლერანტის“ მიერ განხორციელებული პროექტის „ყოფილი პატიმრების რეაბილიტაცია სამცხე-ჯავახეთის რეგიონში“, ფარგლებში ხორციელდება და ევროკავშირი აფინასებს, ექვსმა ყოფილმა პატიმარმა გაიარა. კონსულტაციებს ფსიქოლოგი, სიმონ მამულაშვილი უძღვებოდა.

- ძირითადად რა სახის პრობლემები გამოიკვეთა, რა ფსიქოლოგიურ დარღვევებს აქვს ადგილი?

ყველა მათგანს სხვადასხვა ინტენსივობით ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, ზოგს მწვავედ გამოხატული, ზოგსაც ნაკლებად, რაც განპირობებულია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნით. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ეს მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, როდესაც მათ საპატიმროები დატოვეს.

- რას გულისხმობთ?

საზოგადოების მხრიდან მათ გაუცხოვება და უნდობლობა იგრძნეს და მტკივნეულად განიცადეს. ერთ-ერთმა მოყვა, რომ უბანში ქათმები დაიკარგა, ყველანაირი მტკიცებულების გარეშე დაზარალებულმა მას დააბრალა ქურდობა. მსგავსი ფაქტები ყოველდღიურობაში ბევრი ხდება, რამაც მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.

- რას ყვებიან პატიმრები, ქონდა თუ არა ადგილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას?

დიახ, განსაკუთრებით ფიზიკურ ძალადობას, რომელიც ზედამხედველების მხრიდან ხორციელდებოდა მათზე. ეს იმდენად მტკივნეული თემა აღმოჩნდა, რომ რამდენიმემ არც კი ისურვა ამაზე საუბარი.

ერთ-ერთმა თქვა ზედამხედველებს შეიძლება მხოლოდ იმიტომ ეცემათ პატიმრები, რომ მოწყენილები იყვნენ და გართობა უნდოდათ. ერთმა გოგონამ მოყვა, რომ გვიან ღამით აღვიძებდნენ, საკნიდან გაყავდათ იმის გამო, ნაცემი ან ავადმყოფი პატიმარი საკაცით სამედიცინო ოთახამდე რომ მიეყვანა. ეს გოგონა დღემდე ფსიქოტროპულ წამლებს იღებს.

- საუბრობენ თავიანთ დანაშაულზე?

უმრავლესობა კი. გოგონა, რომელზეც ზემოთ გიყვებოდით, ბრალს არ აღიარებს. მან მოპარული ნივთის გასაღებისთვის მოიხადა სასჯელი. ამბობს, რომ დამნაშავე არ იყო. ეს კიდევ ართულებს მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას.

- პროექტის ფარგლებში პატიმრებთან ერთი წლის განმავლობაში მოგიწევთ კონსულტაციების გამართვა. როგორ ფიქრობთ, არის ეს საკმარისი მათი ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისთვის?

ფსიქოლოგიის პირველ ეტაპი ექვსმა ბენეფიციარმა გაიარა, თუმცა მსურველი 14-ია და შემდეგ ეტაპებზე სხვებიც შემოგვიერთდებიან. არც ეს არ არის საკმარისი. მე ვთვლი, რომ ყველა ყოფილ პატიმარს ინდივიდუალური კონსულტაციები ესაჭიროება.

- როგორ ფიქრობთ გარდა ინდივიდუალური კონსულტაციებისა, რა დაეხმარება მათ, რომ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ თავი?

პირველ რიგში დასაქმება და სოციალური პრობლემების მოგვარება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მათი საზოგადოებაში სრული რეაბილიტაციისთვის. ამაში კი დიდი როლი ისევ საზოგადოებამ და ოჯახმა უნდა ითამაშოს. ყველა მათგანს აქვს სურვილი სპეციალობის შესწავლის და დასაქმების. ამიტომ, ყველანაირად უნდა შევუწყოთ ხელი და გვერდით დავუდგეთ, რომ მათი სრული რეაბილიტაცია მოხდეს.

[toleranti.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

"ტოლერანტი” ყოფილი პატიმრების გადამზადებას იწყებს
ახალციხეში მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი ამოქმედდა
რა უნდა იყოს სკოლიდან გარიცხვის ალტერნატივა
ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა სკოლებში – ომბუდსმენის ანგარიში
„გისოსებს გარეთ“ -  ყოფილი პატიმრების ნამუშევრების გამოფენა ახალციხეში
’ბავშვებს სკოლის პერიოდში მორალური პრობლემები უჩნდებათ’
ახალციხეში ყოფილი პატიმრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება