FM97.5 / LIVE

ღარიბაშვილი: ჯავახეთში ვითარება კონტროლირებადია

მთავარიპოლიტიკა 18.03.2013
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ჯავახეთში ვითარება კონტროლირებადია და მერაბიშვილის დახმარება არ სჭირდებათ.

ღარიბაშვილი: ჯავახეთში ვითარება კონტროლირებადია

„მერაბიშვილის გამოცდილება საერთოდ არ გვჭირდება. აქეთ გავუზიარებთ თუ ძალიან უნდა,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას.

მისივე თქმით, ჯავახეთში კონტროლირებადი ვითარებაა: "ჯავახეთს რაც შეეხება, არავითარი ვითარება არ არის დაძაბული, ეს არის აბსოლუტურად გაზვიადებული და უპასუხისმგებლო განცხადებები. მე მოვუწოდებ ყველას, მათ შორის, იქნება ეს მერაბიშვილი, თუ უმცირესობის სხვა წარმომადგენელი, რომ მაქსიმალურად ფრთხილად მოეკიდონ ასეთ საკითხებს. არავითარი სიტუაცია არ არის დაძაბული, არის სრულად კონტროლირებადი".

შეგახსენებთ, 14 მარტის სხდომაზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა საქართველოს პარლამენტს ევროპული ქარტიის მიღებისა და სომხური ენისთვის რეგიონული სტატუსის მინიჭების შესახებ მოწოდებით მიმართოს. ინიციატივა ფრაქცია ”ქართული ოცნება - რესპუბლიკელებს” ეკუთვნით.

”ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მათი მთავრობაში ყოფნის დროს, ჯავახეთი მას ებარა და მზად არის, ხელისუფლებას ამ საკითხში დახმარება გაუწიოს: ”მე მინდა შევთავაზო ხელისუფლებას გამოიყენოს ჩვენი გამოცდილება. მზად ვარ შევხვდე ნებისმიერ წარმომადგენელს და მივცე რჩევა, მივცე კონსულტაცია”.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვანო მერაბიშვილი: სტატუსის თემა ”ოცნების” პროვოცირებულია
ახალქალაქში რეგიონული ენის სტატუსის საკითხი წამოწიეს

ახალქალაქის საკრებულოს დეპუტატების თქმით, ენის სტატუსის საკითხი პირველად არ დასმულა
ცისკარიშვილი ჯავახეთში ენის საკითხის წამოწევას ”ნაციონალების” პროვოკაციად აფასებს
ვანო მერაბიშვილი მაჟორიტარად კენჭს სამცხე-ჯავახეთში იყრის
მიმართვა, რომელმაც ადრესატამდე ვერ მიაღწია