FM97.5 / LIVE
ცისკარიშვილი ჯავახეთში ენის საკითხის წამოწევას ”ნაციონალების” პროვოკაციად აფასებს

ცისკარიშვილი ჯავახეთში ენის საკითხის წამოწევას ”ნაციონალების” პროვოკაციად აფასებს

მთავარიპოლიტიკა 15.03.2013
პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი, მიიჩნევს რომ ახალქალაქში სომხური ენის საკითხის წამოწევა ყოფილი ხელისუფლების პროვოკაციაა, რაც შეიძლება ჯავახეთში დაპირისპირების მიზეზად იქცეს.

ცისკარიშვილი ჯავახეთში ენის საკითხის წამოწევას ”ნაციონალების” პროვოკაციად აფასებს
ცისკარიშვილი აცხადებს, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული რეზოლუცია, რომლის საფუძველზეც პარლამენტს რეგიონული ენის სტატუსის მინიჭების თხოვნით მიმართავენ, არაგონივრულ დროსაა წამოყენებული.

”ადრე ჯავახეთში დაპირისპირება მხოლოდ რუსეთის გეგმა იყო, ახლა ვფიქრობ, რომ ”ნაციონალური მოძრაობაც” კმაყოფილი იქნება თუ რეგიონში ურთიერთობა დაიძაბება, - განაცხადა ცისკარიშვილმა ”სამხრეთის კარიბჭესთან” სატელეფონო საუბრისას, - არ გამოვრიცხავ ეს იყოს ყოფილი ხელისუფლების მორიგი პროვოკაცია, ასევე მცდელობა იმისა, რომ დღევანდელი ხელისუფლება გამოიყვანონ უმცირესობების უფლებათა დამრღვევად”.

ცისკარიშვილის თქმით, ამ ფონზე ასევე პროვოკაციის თემად შეიძლება იქნეს გამოყენებული ვაჰაგნ ჩახალიანის თემაც. ამიტომ იგი ადგილობრივ მოსახლეობას ურჩევს, მკაფიოდ დაასახელონ ამ ინიციატივის ავტორების სახელები და გვარები.

”რეგიონული ენის სტატუსი საქართველოს პირობებში განსაკუთრებული მიდგომის თემაა, რადგან ახლა რეგიონული პოლიტიკაც იცვლება და რეგიონებში შემავალი მუნიციპალიტეტების რუქაც”, - აცხადებს ცისკარიშვილი.

მისი თქმით, ნებისმიერი ენის მფლობელი საზოგადოება უნდა იყოს დარწმუნებული იმაში, რომ მშობლიური ენის გამოყენება არ იქნება შეზღუდული უპირველეს ყოვლისა კულტურულ და საგანმანათებლო სფეროში.

”რაც შეეხება სახელმწიფო ენად ქცევის ვალდებულებას, ასეთი ვალდებულება ამ საკითხს არ გააჩნია. თუ დავიწყებთ სომხურ, ოსურ, აზერბაიჯანულ, მეგრულ, სვანურ და თუშურ ან სხვა ენებზე რაიმე ტიპის სახელმწიფოებრივ საქმიანობას, ეს გამოაცლის საფუძველს მთლიანად ქართულ სახელმწიფოს. ამიტომ რასაკვირველია, მშობლიური ენის შესწავლის საშუალება უნდა ჰქონდეს ახალგაზრდა თაობას და ამის შემდეგ, უნდა დავუთმოთ საკუთარი უფლება სახელმწიფოს, რომ სახელმწიფო ენის სტატუსი მკაფიოდ გამოხატოს და გამოიყენოს იგი სახელმწიფო სისტემაში ერთადერთ საურთიერთობო ენად”.

შეგახსენებთ, 14 მარტის სხდომაზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა საქართველოს პარლამენტს ევროპული ქარტიის მიღებისა და სომხური ენისთვის რეგიონული სტატუსის მინიჭების შესახებ მოწოდებით მიმართოს. ინიციატივა ფრაქცია ”ქართული ოცნება - რესპუბლიკელებს” ეკუთვნით. საკრებულოს დეპუტატები აცხადებენ, რომ საკითხი წლების წინაც განიხილებოდა, თუმცა არასოდეს მიდიოდა ადრესატამდე.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში რეგიონული ენის სტატუსის საკითხი წამოწიეს
ახალქალაქის საკრებულოს დეპუტატების თქმით, ენის სტატუსის საკითხი პირველად არ დასმულა
აგიტ მირზოევი: ”სომხური ენის სტატუსის საკითხზე მსჯელობა უნდა დაიწყოს”

სომხური ენის სტატუსის საკითხი - გამოხმაურება ინტერნეტ-მედიაში

ნარეკ გალსტიანი: "ქარტიის რატიფიცირება ცოტა დააგვიანეს კიდეც”