FM97.5 / LIVE

მიმართვა, რომელმაც ადრესატამდე ვერ მიაღწია

მთავარიპოლიტიკა 25.03.2013
რა ბედი ეწია და რა რეაგირება მოჰყვა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 14 მარტის სხდომაზე განხილულ განცხადებას;

მიმართვა, რომელმაც ადრესატამდე ვერ მიაღწია
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ისტორიული“ სხდომის შემდეგ, რომელზეც „რეგიონული ან უმცირესობის ენის შესახებ ევროპული ქარტიის“ რატიფიცირების მოთხოვნით საქართველოს პარლამენტისთვის მიმართვის საკითხი განიხილეს 10 დღე გავიდა. თუმცა, საკრებულოდან მიღებული ინფორმაციით, ეს განცხადება თუ მიმართვა ჯერ გაგზავნილი არ არის, რადგან საბოლოო დამუშავებას საჭიროებს.

კითხვაზე რა გახდა დაგვიანების მიზეზი საკრებულოში გვიპასუხეს, რომ ჩვენ თავად ვიყავით სხდომაზე და გავიგონეთ, რომ დეპუტატები ფრაქცია „ქართული ოცნება – რესპუბლიკელების“ ინიციატივით წარდგენილ განცხადებაში დამატებების შეტანის წინადადებით გამოვიდნენ და ამჟამად მათი წინადადებების საფუძველზე განცხადების საბოლოო ტექსტზე მუშაობენ. ხოლო კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ განცხადება საერთოდ არ გაიგზავნოს, გვიპასუხეს, რომ ეს გამორიცხულია და განცხადება აუცილებლად მივა საქართველოს პარლამენტამდე.

რეაქცია სხდომის შემდეგ


ინფორმაციამ, რომ 14 მარტს ახალქალაქში ჩატარდა საკრებულოს სხდომა, რომელზეც პარლამენტში ”ევროპული ქარტიის“ რატიფიცირების თხოვნით მიმართვის გაგზავნა გადაწყდა, ქართულ მედიაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. მომდევნო დღეებში კი ამას უკვე მთავრობისა და საქართველოს მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურების რეაქცია მოჰყვა.

გაჟღერდა უარყოფითი, დამამშვიდებელი, შემაგულიანებელი და ნეიტრალური განცხადებები; სოციალური ქსელები და ქართულ მედია სავსე იყო ნეგატიური კომენტარებით საქართველოს ეთნიკურ სომეხთა მისამართით. მთელი კვირის განმავლობაში ქართული მედიის ახალი ამბები და გადაცემები ამ მოთხოვნაზე ინფორმაციით იყო გაჯერებული.

ფაქტმა, რომ აღნიშნული მიმართვა პარლამენტში არ გაგზავნილა, პოლიტიკოსთა ნაწილს ნაჩქარევი განცხადების გაკეთების საბაბი მისცა, თითქოს ამ მიმართვის მიღების შესახებ ინფორმაცია მცდარი იყო, სპეციალურად გავრცელდა და ასეთი რამ სინამდვილეში არ მომხდარა.

მაქსიმალურად უარყოფითი იყო „ნაციონალების“ განცხადებები. ასევე, საქართველოს მოქალაქეთა ნაწილის გამოსვლები. მათ ამ ფაქტში საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული მორიგი საფრთხე დაინახეს, თითქოს „ეთნიკურ სომხებს ისევ ავტონომია უნდათ, ისევ სეპარატისტული ძალები გააქტიურდნენ, რას შეიძლება სომხებისგან ველოდოთ და ა.შ.“.

15 მარტს განცხადებით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი, შემდეგ კი ”ნაციონალური მოძრიბის” გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი. განცხადებებით გამოვიდნენ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მნიშვნელოვანი პოლიტიკოსებიც. მათ გამოსვლებში იყო საუბარი, რომ ეს საქრთველოსა და ქართული სახელმწიფოებრიობისთვის დიდი საფრთხეა, სეპარატისტები უკვე აქტიურდებიან სხვადასხვა მხარეებში და ახალქალაქის საკრებულოს ეს სხდომა სხვა არაფერია, თუ არა პროვოკაცია „ქართული ოცნების“ მხრიდან.

მსგავს განცხადებათა საპირწონედ რეინტეგრაციის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მოსახლეობის დამამშვიდებელი განცხადებით გამოვიდა. მან განაცხადა, რომ ქარტიის მიღება სომხური ენისთვის რეგიონული სტატუსის ავტომატურად მინიჭებას არ ნიშნავს და ეს საკითხი ფართო საზოგადოების, ასევე სამთავრობო განხილვების თემად უნდა იქცეს.

„ქართული ოცნების“ მომხრეებმა სასწრაფოდ უპასუხეს „ნაციონალებს“ და განაცხადეს, რომ საკრებულოს ეს მიმართვა „ნაციონალების“ პროვოკაციაა. „ქართული ოცნების“ აქტივისტმა ახალქალაქიდან არმენ ფარმანიანმა თბილისში 20 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ფრაქცია „ქართული ოცნება – რესპუბლიკელები“, რომლის ინიციატივაც იყო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ამ მიმართვის განხილვა, არ არსებობს. ამ დროს კი, აღნიშნული ფრაქცია იანვრის შუა რიცხვებში საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრებისგან შეიქმნა.

იმ პირობებში, როდესაც სხდომასა და მიმართვას განიხილავდნენ, თითქოსდა ეს იყო სეპარატისტული გამოსვლა, ეს იყო ამა თუ იმ მხარის პროვოკაცია, ისმებოდა კითხვები, იყო ეს სომხური ენისთვის სტატუსის მოთხოვნა თუ უბრალოდ ქარტიის რატიფიკაციის თხოვნა, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ დავით ბერძენიშვილმა 18 მარტს ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ეთერში საკითხი საბოლოოდ განმარტა.

„ენას სტატუსი ჯერ კიდევ არ აქვს, თუმცა დე–ფაქტო აქვს. ჩვენ არ ვამბობთ, რომ რეგიონული სტატუსი დღეს ან ხვალ უნდა მიენიჭოს. ახალქალაქის საკრებულოში ამ თემის განხილვა გაიმართა, მაგრამ ეს პროცესი ახლა არ დაწყებულა. 1999 წლიდან, როდესაც ქვეყანამ ევროპულ ქარტიასთან შეერთების ვალდებულება აიღო, მთელი ხნის განმავლობაში აღნიშნული თემის განხილვა მიმდინარეობს“, – განაცხადა მან.

[აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში პარლამენტში გასაგზავნ ტექსტზე მუშაობენ
რის საფუძველზე ითხოვენ ”რესპუბლიკელები” სომხური ენისთვის სტატუსის მინიჭებას
სამველ პეტროსიანი: 'ენების ევროპულ ქარტიაზე პარლამენტში არ უმსჯელიათ'
ახალქალაქში რეგიონული ენის სტატუსის საკითხი წამოწიეს
ახალქალაქის საკრებულოს დეპუტატების თქმით, ენის სტატუსის საკითხი პირველად არ დასმულა

სომხური ენის სტატუსის საკითხი - გამოხმაურება ინტერნეტ-მედიაში