FM97.5 / LIVE

ახალქალაქის საკრებულოს დეპუტატების თქმით, ენის სტატუსის საკითხი პირველად არ დასმულა

მთავარიპოლიტიკა 15.03.2013
ახალქალაქის საკრებულოს დეპუტატები ამბობენ, რომ სომხური ენისთვის რეგიონული ენის სტატუსის მინიჭების საკითხი სხდომებზე გასულ წლებშიც განიხილებოდა, თუმცა, საკითხი ადრესატამდე არასოდეს მიდიოდა.

ახალქალაქის საკრებულოს დეპუტატების თქმით, ენის სტატუსის საკითხი პირველად არ დასმულა
მართალია, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 14 მარტის სხდომას დეპუტატებმა ისტორიული უწოდეს, მაგრამ ბევრმა მათგანმა თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ ეს საკითხი პირველად არ დასმულა. მათივე განცხადებით, ადგილობრივ ხელისუფლებას ის არაერთხელ განუხილია და წარუდგენია კიდეც.

”აგრარული” ფრაქციის წარმომადგენელს მერუჟან ეზოიანს ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული შიში აქვს. ეზოანი ფიქრობს, რამდენად სწორად შეარჩიეს დრო საკითხის წამოსაწევად.

„ბოლო ხანებში პრეზიდენტის მხრიდან გაჟღერდა განცხადებები, რომ ახალქალაქში გაჩნდა სეპარატიზმი. ნუთუ ახლა ამ საკითხის დასასმელად შესაფერისი დროა? იქნებ ამ ნაბიჯით ენის საკითხი საერთოდ დავიწყებას მივცეთ. ვშიშობ, სწორი დროა თუ არა ახლა ამისთვის?! ამ ქმედებაში პოლიტიკური პიარის ელემენტები ხომ არ იმალება და ზოგმა ეს თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის ხომ არ უნდა გამოიყენოს?“ - ამბობს იგი.

რაიონული საავადმყოფოს დირექტორი და ფრაქცია „რესპუბლიკელების“ წევრი ალექსანდრე ტოროიანი ეზოიანის ეჭვს იზიარებს: „რასაკვირველია, არის ობიექტური და სუბიექტური მიზეზები. თუ შევხედავთ, ყოფილი ხელისუფლების დროს ამ საკითხის ამ ტრიბუნიდან განხილვა იყო თუ არა შესაძლებელი, დავინახავთ, რომ რასაკვირველია, არ იყო. იყო მითქმა-მოთქმა, ხელმოწერების შეგროვება, მაგრამ ასეთი განხილვა არ ჩატარებულა, რადგან არ უშვებდნენ“.

საკრებულოს დეპუტატი ფიოდორ ტოროსიანი ამბობს, რომ ენის საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები ადრეც იყო მიღებული, მაგრამ მათ ადრესატამდე არ მიუღწევია.

„წინა გადაწყვეტილებებს დანიშნულების პუნქტამდე არ მიუღწევია, რადგან მას საკრებულოსა და გამგეობის თავმჯდომარეების ხელმოწერები არ ქონდა. არც ადრეა და არც გვიან, ენის საკითხი ყოველთვის აქტუალურია, რადგან ეს ჩვენი ეროვნული იდენტურობისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია“, - ამბობს იგი.

საზოგადოებისთვის უცნობია, რა სახის განხილვები ტარდებოდა ენის საკითხზე თვითმმართველობის ადგილობრივ ორგანოებში, სადამდე მიდიოდა ეს წინადადებები და რატომ არ ხდებოდა მათზე რეაგირება. იმ დროს, როდესაც სომხური ენის სტატუსის საკითხის დასმა „დანაშაულის“ ტოლფასი იყო, სომხური საზოგადოებრივი ორგანიზაციების საბჭო ამ საკითხს როგორც საქართველოს, ისე ევროპის სხვადასხვა ინსტანციებში სვამდა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა, რომლებიც სხდომას ესწრებოდნენ, პარლამენტისთვის მიმართვას მხარი ერთხმად დაუჭირეს და „რესპუბლიკელების“ ინიციატივას აპლოდისმენტებით შეხვდნენ. ამ ეტაპზე დეპუტატები პარლამენტში გასაგზავნი განცხადების საბოლოო ვარიანტის შემუშავებაზე მუშაობენ.

შეგახსენებთ, 14 მარტის სხდომაზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა საქართველოს პარლამენტს ევროპული ქარტიის რატიფიცირების შესახებ მოწოდებით მიმართოს. ინიციატივა ფრაქცია ”ქართული ოცნება - რესპუბლიკელებს” ეკუთვნით.

[აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში რეგიონული ენის სტატუსის საკითხი წამოწიეს
ცისკარიშვილი ჯავახეთში ენის საკითხის წამოწევას ”ნაციონალების” პროვოკაციად აფასებს
რის საფუძველზე ითხოვენ ”რესპუბლიკელები” სომხური ენისთვის სტატუსის მინიჭებას
აგიტ მირზოევი: ”სომხური ენის სტატუსის საკითხზე მსჯელობა უნდა დაიწყოს”
მიმართვა, რომელმაც ადრესატამდე ვერ მიაღწია
სამველ პეტროსიანი: 'ენების ევროპულ ქარტიაზე პარლამენტში არ უმსჯელიათ'
სომხური ენის სტატუსის საკითხი - გამოხმაურება ინტერნეტ-მედიაში