FM97.5 / LIVE

"აღადგინე ბორჯომის ტყე" – მასშტაბური კამპანია დაიწყო

მთავარისიახლე, საზოგადოება 26.04.2017
2008 წელს დამწვარი ბორჯომის ტყის სრულად აღსადგენად, მასშტაბური კამპანია დაიწყო. მისი მიზანია, მოქალაქეები და ბიზნესის წარმომადგენლები ტყის გადასარჩენად გაერთიანდნენ. კამპანიის ფარგლებში, 750 000 ხის დარგვა იგეგმება.

"აღადგინე ბორჯომის ტყე" – მასშტაბური კამპანია დაიწყო

კამპანიის "აღადგინე ბორჯომის ტყე" ინიციატორი "ბიზნეს ინფორმაციის სააგენტოა"(ბია) მისი ორგანიზებით, ტყის სრული რეაბილიტაციისთვის, ქართული კომპანიების გაერთიანება იგეგმება.

ბორჯომის ტყის ტერიტორიაზე ხის დარგვა ნებისმიერ მსურველს კამპანიისთვის სპეციალურად შექმნილი ვებ–გვერდის საშუალებით შეუძლია. ვებ – გვერდზე - aghadgine.ge მომხმარებელი თავად ირჩევს რამდენი ხის დარგვა სურს.

ხის დარგვა შესაძლებელია როგორც კომპანიის, ისე ფიზიკური პირის სახელით. კამპანიის ფარგლებში, მომხმარებელს საშუალება აქვს თვალი ადევნოს პროცესს და ყოველდღიურად ვებ-გვერდზე გადაამოწმოს, რამდენი ხე დაირგო და რამდენი დარჩა ტყის სრულად აღსადგენად.

"აღადგინე ბორჯომის ტყე" კამპანიის ორგანიზატორების ინფორმაციით, ბორჯომის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე 2008 წელს გაჩენილი ხანძრის შედეგად, 250-მდე ჰექტარზე ტყის საფარი მთლიანად განადგურდა. განადგურებული ტყე კლასიფიკაციის მიხედვით განეკუთვნებოდა უნიკალურ, განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების ტყეს, რომლის არსებობა განაპირობებს რეგიონში ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებასა და ეკონომიკურ-სოციალურ განვითარებას.

წლების შემდეგ, ეკოლოგიური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმებულია, ვერ ხერხდება დაზიანებული უბნების ბუნებრივი განახლება, დამძიმებულია ეროზიული ფონი. ტერიტორიაზე საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად, მდგომარეობა შეფასდა როგორც ეკოლოგიური კატასტროფა. კვლევების მიხედვით, ტყის აღდგენის პროცესში ჩარევის გარეშე, ის ვეღარასდროს დაუბრუნდება პირვანდელ სახეს.

ბორჯომის ეროვნული პარკი ერთ-ერთი უდიდესი პარკია ევროპაში. ტერიტორია ყოველთვის გამოირჩეოდა იშვიათი სახეობის ხეებით და უნიკალური მცენარეებით. პარკის ტერიტორიაზე ბინადრობს "წითელ ნუსხაში" შესული ცხოველების 8 სახეობა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის ხეობაში ტყის აღდგენა დაიწყო
ბორჯომში ხანძრით დაზიანებულ ტყეში 73 000 ნერგს დარგავენ
ბორჯომის ხეობაში ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება
ბორჯომის პლატოზე 1000 ნერგი დარგეს
ბორჯომის ნახანძრალ ტყეში 80 ათასამდე ნერგი დაირგო
21 მარტს ტყის საერთაშორისო დღეა
ბორჯომში 2008 წლის ომის დროს  გადამწვარი ტყის ამსახველი ფოტო–გამოფენა გაიმართა