FM97.5 / LIVE

21 მარტს ტყის საერთაშორისო დღეა

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.03.2019
ტყის საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ანსამბლეის მიერ 1971 წელს დაწესდა. იგი ტყის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და გამეჩხერებული ტერიტორიების შევსება-აღდგენას ისახავს მიზნად.

21 მარტს ტყის საერთაშორისო დღეა

საქართველოს ტერიტორიის 40 %-მდე ტყითაა დაფარული. საქართველოს ტყეების სახეობრივი შემადგენლობა მრავალფეროვანია. ველურად იზრდება 400-მდე სხვადასხვა სახეობის ხე და ბუჩქი, გაერთიანებული 123 ბოტანიკურ გვარსა და 56 ოჯახში. მათ შორის, ხეები- 153 სახეობა; ბუჩქები-202 სახეობა; ნახევარბუჩქები -29 სახეობა; ლიანები -11 სახეობა.

სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს დაქვემდებარებაში არსებული ტყის ფართობი 1 804 950 ჰა-ს შეადგენს.

სააგენტოს ინფორმაციით:

• ტყეების ინვენტარიზაცია ჩატარდა სამცხე-ჯავახეთის, გურიის, იმერეთის განსაზრვრულ ტერიტორიებზე, სულ 232 127 ჰა ფართობზე. კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონებში ტყის აღრიცხვის სამუშაოები ამ ეტაპზეც გრძელდება.
2019 წელს 162358 ჰა ფართობი მოეწყობა.

• 2013-2018 წლებში ტყის აღდგენის ღონისძიებები (ტყის ბუნებრივი განახლება; ტყის გაშენება; სწრაფმზარდი სახეობების პლანტაციები, ტყის დროებითი სანერგეები) განხორციელდა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე 380 ჰა ფართობზე;
2019 -წელს განხორციელდება 455 ჰა ფართობზე. მათ შორის ტყის აღდგენის სამუშაოები განხორციელდება 2008 და 2017 წლების ნახანძრალ ფართობებზე, ბორჯომის ადმინისტრაციულ ტერიტორიებზე.

• სატყეო სააგენტო ტყის აღდგენის ღონისძიებებს ახორციელებს თავისი ძალებით შეგროვილი თესლით, ტყის დროებით სანერგეებში გამოყვანილი სარგავი მასალით;

• წლების განმავლობაში ტყის ფონდის ტერიტორიაზე არ ტარდებოდა ტყის დაცვის ღონისძიებები, კერძოდ მავნებელ-დაავადებებისგან დაცვა. ამ მხრივ სააგენტომ მნიშვნელოვანი საქმიანობა განახორციელა. კერძოდ:

26000 ჰა ფართობის შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით, სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე, განთავსდა 5000 ცალზე მეტი ფერომონიანი მწერმჭერი, რომელთა საშუალებითაც ხდებოდა ნაძვის ქერქიჭამიას-ტიპოგრაფის აღრიცხვა-განადგურება. სულ 2013-2018 წლებში განადგურდა 15 მილიონამდე მავნებელი. ბრძოლის ღონისძიებები და მავნებლის რიცხოვნობის მონიტორინგი 2019 წელსაც გაგრძელდება;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2018 წელს ახალი „ტყის კოდექსის“ კანონპროექტი შეიმუშავა,რომელიც საქართველოს მთავრობამ დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნა. ახალი კოდექსის მიზანია შექმნას ტყის მდგრადი მართვის სამართლებრივი საფუძვლები, რამაც უნდა უზრუნველყოს საქართველოს ტყის ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვა, მისი ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ფუნქციების განსახორციელებლად ტყის თვისებებისა და რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შენარჩუნება და გაუმჯობესება. ახალი „ტყის კოდექსი“ მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ტყის მდგრად მართვას, რაშიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიური ჩართულობა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პარლამენტმა ახალი 'ტყის კოდექსი' პირველი მოსმენით მიიღო
ბორჯომის ხეობაში ტყის აღდგენა დაიწყო
ბორჯომში მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ სანიტარული ჭრები განახლდება
ბორჯომის ხეობაში ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება
ბორჯომში ‘ახალი ტყის კოდექსი’ განიხილეს
სამცხე–ჯავახეთში 3 000 ცალი ფერომონიანი მწერმჭერი განთავსდა
ბორჯომის ნახანძრალ ტყეში შემოდგომით 400 000 ნერგს დარგავენ