FM97.5 / LIVE

მზადება სააღდგომო გამოფენისთვის

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.04.2017
ახალციხის სამხატვრო სკოლა სააღდგომო გამოფენისათვის ემზადება.

მზადება სააღდგომო გამოფენისთვის

29 აპრილს, ახალციხის სამხატვრო სკოლა, საქართველოს საპატრიარქოში, სააღდგომო თემაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენას გამართავს. გამოფენაზე სამხატვრო სკოლები და სახელოვნებო სტუდიები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან არიან მიწვეული.

მოხატული თეფშები, ცხვრები, ანგელოზები, სააღდგომო ზარები და კვერცხები, - იმ ნამუშევართა მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ახალციხის სამხატვრო სკოლაში გამოფენაზე გასატანად მზადდება.

როგორც სამხატვრო სკოლაში გვიხსნიან, ნამუშევრები ზეთში, აკვარელში, გუაშში, გრაფიკაში მზადდება. იქნება ტრადიციული, თეთრი თიხით შესრულებული ნაშრომებიც.

ახალციხის სამხატვრო სკოლის დირექტორი ნანა ნათენაძე ამბობს, რომ მათ პირველად იმუშავეს თეთრ თიხაზე: „ეს მასალა პირველად შემოვიტანეთ ჩვენს სკოლაში, ჰგავს ტრადიციულ თიხას, თუმცა იგი ბევრად ნაზია, ვაკეთებთ მისგან თემატურ ნაშრომებს, მოვხატავთ, ამოვავლებთ ჭიქურში და ბოლოს გამოვწვავთ, შედეგი ძალიან ორიგინალურია“.

ყველა ამ ნამუშევარს, რასაც საპატრიარქოში წარადგენენ, მსურველები ახალციხეშიც ნახავენ. სამხატვრო სკოლა სააღდგომო გამოფენას ახალციხეშიც გამართავს.

მზადება სააღდგომო გამოფენისთვის

მზადება სააღდგომო გამოფენისთვის

მზადება სააღდგომო გამოფენისთვის

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სააღდგომო გამოფენა ახალციხის სამხატვრო სკოლაში
ახალციხის სამხატვრო სკოლაში სააღდგომო გამოფენა გაიმართა [ფოტო]
სამხატვრო სკოლაში სააღდგომო გამოფენა გაიმართა
ახალციხის სამხატვრო სკოლა გამოფენისთვის ემზადება
საახალწლო გამოფენა სამხატვრო სკოლაში [Photo]
ახალციხის სამხატვრო სკოლა  ერევანში გასამგზავრებლად ემზადება
სამხატვრო სკოლაში გამოფენა მოეწყო