FM97.5 / LIVE

თვითმმართველობა აცხადებს რომ მუნიციპალიტეტში ამორტიზებული გზები აღარ იქნება

მთავარისიახლე, საზოგადოება 26.07.2019
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში დაზიანებული გზების რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდება. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

თვითმმართველობა აცხადებს რომ  მუნიციპალიტეტში ამორტიზებული გზები აღარ იქნება

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ენთლის მოსახლეობა ამბობს, რომ სოფელ შოყაში საავტომობილი გზის რეაბილიტაციის დროს, მძიმეტონიანი მანქანების გადაადგილებამ მათ სოფელში ასფალტის ამორტიზება გამოიწვია.

„ზოგან ამოიყარა ასფალტი, ზოგან ღრმულები გაჩნდა. გამოდის რომ ტრასა აღარ გვაქვს“ – ჩივიან სოფელში.

ქვემო ენთელი, ზემო ენთელი და ფხერო ამ მიმართულებით ეს სამი სოფელი მდებარეობს.

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არსენ ბალახაშვილი ამბობს, რომ ანალოგიურ მდგომარეობაში სხვა სოფლების გზებიცაა.

„სოფელ უდეშიც არის დაზიანებული გზა ნაწილობრივ, ბოლაჯურშიც, ხარჯამშიც. შემოვიარეთ, აღვწერეთ რა გვაქვს, სად რა დაზიანებებია მთლიანი მუნიციპალიტეტის მასშტაბით. ამაზე ვმუშაობთ და შემდეგ გამოვაცხადებთ ტენდერს, გზებზე პრობლემების აღმოფხვრისა და გასწორებისთვის“, – განაცხადა არსენ ბალახაშვილმა.

მისივე თქმით, რადგან კომპანიებს რომლებმაც აღნიშნული გზები გააკეთეს, საგარანტიო ორწლიანი ვადა გასული აქვთ, ამიტომაც ტენდერი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

თვითმმართველობა აცხადებს რომ  მუნიციპალიტეტში ამორტიზებული გზები აღარ იქნება

[გულო კოხოძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ შოყას უგზოობის პრობლემა აღარ  შეაწუხებს
სოფელ ხევაშენში ოთხი დღეა წყალი არ მოდის
2.142.814 ლარი 4 პროექტისთვის – რა იგეგმება ადიგენში
ადიგენში ჯერ ზარალი არ დაუთვლიათ და სტიქია განმეორდა
ადიგენის სოფლებში დაზიანებული გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
რა გაკეთდება სამცხე–ჯავახეთში ცენტრალური ბიუჯეტის 15 მლნ ლარით 2016წელს
ადიგენში სტიქიით დაზიანებული გზების მოსაწესრიგებლად 30 ათასი ლარი დაიხარჯება