FM97.5 / LIVE

ბორჯომში "მის და ვიცე მის იუნიორები" გამოავლინეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 02.04.2017
ბორჯომში კულტურის ცენტრისა და სამოდელო სტუდია „ფავორიტის“ ორგანიზებით სილამაზის კონკურსი გაიმართა. ღონისძიებაში „მის იუნიორი ბორჯომი 2017“ ტიტულის მოსაპოვებლად 16 ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.

ბორჯომში "მის და ვიცე მის იუნიორები" გამოავლინეს
კონკურსის ბოლოს სპეციალურმა ჟიურიმ 2 გამარჯვებული დაასახელა. „მის იუნიორი ბორჯომი 2017“ გვანცა პაქსაშვილი გახდა, „ვიცე მის იუნიორის“ ტიტული კი ირინა ქურდაძემ მოიპოვა.

ორივე ახალგაზრდა მონაწილეობას გაერთიანებულ კონკურსში „მის იუნიორი საქართველო 2017“ მიიღებს, რომლის გამარჯვებული შემდგომ ბარსელონაში საერთაშორისო სილამაზის კონკურსში გაემგზავრება.

გამარჯვებულები ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ ანზორ სვანიძემ და კულტურის ცენტრის დირექტორმა ნუნუ ხოლუაშვილმა დააჯილდოვეს.

კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სახელით "მის და ვიცე მის იუნიორებს" პლანშეტები და დიპლომები გადაეცათ, კონკურსის სხვა მონაწილეები კი სუნამოებით დასაჩუქრდნენ.
ბორჯომში "მის და ვიცე მის იუნიორები" გამოავლინეს

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში სპორტულ  ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს
ბორჯომში ახალგაზრდა პიანისტთა კონკურსი  დასრულდა
„ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად მცოდნეების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
კონკურსში ‘ჩემი მასწავლებელი’, ორგანიზატორის რჩეული ბორჯომელი მოსწავლე გახდა
ესეების კონკურსში  ახალციხელმა სტუდენტებმა გაიმარჯვეს
საქართველოს დღეს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ეწვევა
ახალციხის მერიამ ნახატების კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა