FM97.5 / LIVE

ბორჯომში ახალგაზრდა პიანისტთა კონკურსი დასრულდა

მთავარისაზოგადოება 21.06.2015
ბორჯომში თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა I ეროვნული კონკურსი საზეიმოდ გუშინ, 20 ივნისს დაიხურა. კონკურსანტებს ლაურეატის წოდება და ფულადი პრემია გადაეცათ.

ბორჯომში ახალგაზრდა პიანისტთა კონკურსი  დასრულდაკონკურსის ბოლო დღეს ჟიურის წევრები- პიანისტები თამარ ლიჩელი, ვალერიან შუკაშვილი და მივა ჰოიანო, მსმენელის წინაშე მუსიკალური ნომრებით წარსდგნენ.

კონცერტის ფარგლებში გაიმართა კონკურსანტების დაჯილდოების ცერემონიალიც. ჟიურის გადაწყვეტილებით, გამარჯვებულ კონკურსანტებს ლაურეატის წოდება და ფულადი პრემია გადაეცათ. მონაწილეთა შორის გამოვლინდნენ დიპლომანტებიც.

კონკურსის გრან-პრის მფლობელი თბილისელი ანა ბაქრაძე გახდა. პიანისტთა კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ ბორჯომის სამუსიკო სკოლის 4 მოსწავლე. მათგან I ასაკობრივი ჯგუფის დიპლომატი ანა დარსანია გახდა, ხოლო III პრემია ელენე სამსონაშვილს ხვდა წილად.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსმა მარინა ხუჯაძემ კონკურსის მონაწილე ოთხივე ბორჯომელ მოსწავლეს კონკურსში წარმატებული მონაწილეობისათვის სიგელები გადასცა.

ადგილობრივი თვითმმართველობის სახელით, ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის ბორჯომის სამუსიკო სკოლის პედაგოგი მარინა რატიანი დაჯილდოვდა. მას მარინა ხუჯაძემ დიპლომი და საოჯახო ტექნიკის ბარათი გადასცა.

ღონისძიების დასასრულს ორგანიზატორებმა ბორჯომში კონკურსის დაარსება დადებითად შეაფასეს და იმედი გამოთქვეს, რომ ეს ტრადიციად იქცევა და მომავალში საერთაშორისო მნიშვნელობას შეიძენს.

[Sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა მესამე საერთაშორისო კონკურსი დასრულდა
„ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად მცოდნეების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალციხის სამუსიკო სკოლის მოსწავლემ გრან-პრი მოიპოვა
კონკურსში ‘ჩემი მასწავლებელი’, ორგანიზატორის რჩეული ბორჯომელი მოსწავლე გახდა
ბორჯომში თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა კონკურსი ჩატარდება
შაბათ-კვირის დაგეგმვისას გაითვალისწინეთ
ახალგაზრდა მუსიკოსთა ეროვნული კონკურსი  ბორჯომში