FM97.5 / LIVE

საფეხბურთო კლუბ ‘მესხეთს’ დაშლა ემუქრება

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.01.2017
საფეხბურთო კლუბ ‘მესხეთს’ , ფინანსური კრიზისის გამო, დაშლა ემუქრება. სამცხე-ჯავახეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ადგილობრივ ხელისუფლებასა და ბიზნესმენებს დახმარებას სთხოვს.

საფეხბურთო კლუბ ‘მესხეთს’  დაშლა ემუქრება
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან, 50 000 ლარიანი დაფინანსების შესახებ, სამცხე-ჯავახეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს გელა მაისურაძეს უკვე ეცნობა თუმცა, გუნდმა „მესხეთმა“ შესაძლოა ეს თანხა ვერ მიიღოს, რადგან საქართველოს ჩემპიონატის გარდამავალ თამაშებში მონაწიელობის დავალიანება 2500 ლარის ოდენობით, ჯერ არ დაუფარავს.

„მესხეთის“ მწვრთნელი და სამცხე-ჯავახეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გელა მაისურაძე ამბობს, რომ ფინანსური სახსრები არ გააჩნიათ.

ადგილობრივ ბიზნესმენებთან უშედეგო ცდის შემდეგ, გელა მაისურაძე დაფინანსების თხოვნით შეხვედრას ახალციხის მერთან ვლადიმერ ზედგინიძესთან აპირებს: „იმედი მაქვს, რომ ჩვენი ახალი მერის ინტერესი ფეხბურთის განვითარება იქნება და დახმარებაზე უარს არ გვეტყვის. ძლიერი და წარმატებული ფეხბურთელები ქალაქისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია“.

საფეხბურთო კლუბ „მესხეთის“ პრობლემები ამით არ დასრულდება. მწვრთნელის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ გუნდი მეორე ლიგამდე მიაღწევს, რომელიც მარტის თვიდან იწყება, მას უკვე ამ ლიგაში მონაწილეობის 8 000 ლარი ექნება გადასახდელი: „50 000 ლარიდან, ახალი სეზონის დაწყების ხარჯი რომ გავიღოთ, ადმინისტრაციული ხარჯების თანხები აღარ რჩება. ხელფასები და სხვა ხარჯებია გასასტუმრებელი. ძალიან ბევრი ვალები დაგროვდა“.

გარდა ამისა, მაისურაძის თქმით, გუნდმა მეორე ლიგაში წარმატებულად რომ ითამაშოს, სამი ახალი ფეხბურთელი უნდა შეიძინოს, რომლებიც უკვე შერჩეული ჰყავს. ამისთვის კი დამატებითი ხარჯებია საჭირო.

მიიღებენ თუ არა ახალციხელი ფეხბურთელები დაფინანსებას და გაგრძელებენ თუ არა საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობას, გაურკვეველია. საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპი ანუ გარდამავალი თამაშები უკვე დასრულებულია. სამცხე-ჯავახეთის ოთხი საფეხბურთო გუნდიდან, მეორე ლიგის საგზური სამმა: ახალქალაქის, ბორჯომისა და ახალციხის გუნდებმა მოიპოვეს. ნინოწმინდის გუნდი ჩემპიონთა ლიგას წაგებული თამაშების სიმრავლის გამო გამოეთიშა, ახალციხეში იმედი აქვთ, რომ ნინოწმინდის ბედს არ გაიზიარებენ და უფულობის გამო ჩემპიონატს არ გამოეთიშებიან.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘მესხეთმა ‘ რეგიონულ ლიგაში თამაში დაიწყო
მზადება ფეხბურთის რეგიონული ჩემპიონატისთვის
სამცხე–ჯავახეთის საფეხბურთო გუნდები წელსაც ლიგაში დარჩენას ეცდებიან
ახალგაზრდული გადაცემა: უფულო ფეხბურთელები [Video]
სამცხე–ჯავახეთის საფეხბურთო გუნდებმა ჩემპიონატის პირველი მატჩები გამართეს
საფეხბურთო კლუბი ”მესხეთი” ისევ დაიშალა
'მესხეთის' პრეზიდენტი: ფინანსური პრობლემების გამო გუნდი არაერთმა ფეხბურთელმა დატოვა