FM97.5 / LIVE




გაყიდული, მაგრამ მაინც უპატრონო კომპლექსი აწყურში [Video]

მთავარიეკონომიკა 28.02.2013
5 მილიონ ლარად გასხვისებული დანგრეული შენობა აწყურში და ადგილობრივები, რომლებსაც შენობასთან არასოდეს არავინ უნახავთ

გაყიდული, მაგრამ მაინც უპატრონო კომპლექსი აწყურში [Video]

სოფელ აწყურში, 2 ჰა ტერიტორიაზე მდებარე, მეცხოველეობის დანგრეული კომპლექსი, რომელიც 4 950 000 ლარად გასხვისდა, ერთ-ერთია სოლიდურ თანხებად გაყიდულ იმ 12 ობიექტს შორის, რომლის შესახებაც დღეს, 28 თებერვალს, საქართველოს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ხათუნა პაიჭაძემ ისაუბრა.

აწყურის მეცხოველეობის კომპლექსის გაყიდვის შესახებ ადგილობრივებმა არაფერი იციან.



’კომუნისტების დროს, რომ დაიშალა ფერმა, იმ დროიდან აღარ ფუნქციონირებს. დანგრეულია და როგორც ჩვენ ვიცით, არც არავის უყიდია’, - გვეუბნება აწყურში მცხოვრები ამირან მარტინენკო.

დანგრეული შენობის გაყიდვის შესახებ არც მისმა თანასოფლელმა მარინა გვარამაძემ იცის: ’აქ რამდენიმე ფერმაა, ერთი აქაურ ადამიანს აქვს ადრე ნაყიდი და ერთი დანგრეულია. გასხვისებაზე არაფერი გაგვიგია’.

მისივე თქმით, ყველაზე კარგი ბინა აწყურში მაქსიმუმ 25 ათას ლარად იყიდება. საშუალოდ, საშუალო ბინების ფასები, ცხადია, გაცილებით ნაკლები მიწის ნაკვეთით, 12 ათასიდან იწყება: ’გააჩნია ბინას. მიწის ნაკვეთებსაც სხვა ფასები აქვს, თუ სარწყავია, ერთი მეასედი 100 ლარიდან იწყება, სადაც სარწყავი არაა 50-70 ლარია’.

ის რომ მის ტერიტორიაზე არსებული კომპლექსი გაყიდულია, არც აწყურის რწმუნებულმა შუქრია გოგოლაძემ იცის.

’ორი თვეა რაც დავინიშნე და არავინ მინახავს მაგ შენობასთან მოსული. დიდი ხანია ეგ ფერმა დანგრეული და მიტოვებულია’, - ამბობს იგი.

ვის და რა მიზნით შეიძლებოდა ეყიდა ეს ტერიტორია, რა შეიძლება გაკეთდეს, ოდესმე ვინმეს ხომ არ გამოუთქვამს მისი ყიდვის სურვილი - ამ კითხვებზე ადგილობრივებს პასუხი არ აქვთ. ისინი ამბობენ, რომ რომ არა ტელევიზიით ნანახი კადრები, ეს შენობა, რომელსაც ძნელიც კია შენობა უწოდო, სოფლის მცხოვრებლებს არც არასდროს გაახსენდებოდათ.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ახალციხის მუნიციპალიტეტში არსებული ობიექტები, ძირითადად, სოფლების ნახევრადდანგრეული ბიბლიოთეკისა და კლუბის შენობები, ჯამში 9 814 000 ლარადაა გაყიდული. პროკურატურაში აცხადებენ, რომ ამ შემთხვევაში აშკარად იკვეთება ბიზნესმენების და ბიზნესის დატერორება მაშინდელი პროკურატურის მხრიდან.

’დაკითხული არიან ბიზნესმენები ვინც ამ შესყიდვაში მონაწილეობდნენ და მათი ინფორმაციით, სწორედ პროკურატურა აიძულებდა, რომ მათ ეს თანხა გადაეხადათ ქონებაში’, - განაცხადა ხათუნა პაიჭაძემ.

გაყიდული, მაგრამ მაინც უპატრონო კომპლექსი აწყურში [Video]

შეგახსენებთ, სახელმწიფო აუდიტის მიერ შეფასებული ქონების დოკუმენტაციით პროკურატურა მას შემდეგ დაინტერესდა, რაც დაიწყო გამოძიება ახალციხის ციხის მშენებლობის პროცესში მუნიციპალიტეტის თანამშრომლების მხრიდან მუნიციპალიტეტის თანხების არამიზნობრივი გაფლანგვის ფაქტზე. მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ხითარიშვილი კი აცხადებს, რომ ქონების პროვატიზებასთან დაკავშირებით კითხვები მას შემდეგ გაუჩნდა, რაც პოსტზე ახალდანიშნულმა მუნიციპლიტეტის ბიუჯეტს გადახედა.

[ნინო ნარიმანიშვილი, ნუკა სტეფნაძე, თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

უპრეცედენტო ბიზნეს-ისტორია ახალციხის მუნიციპალიტეტში
მიუვალი სოფლები მილიონების საშოვნელად

გაურკვევლობა აუქციონზე გაყიდული შენობების ნუსხაში
აწყურში საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება
დაცლილი უბანი აწყურში [Video]
რატომ ვერ უყიდა დევნილთა სამინისტრომ აწყურში მეწყერით დაზარალებულ ოჯახს ბინა