FM97.5 / LIVE

მიუვალი სოფლები მილიონების საშოვნელად

მთავარიეკონომიკა 04.03.2013
ასტრონომიულ ფასად გაყიდული ნახევრადდანგრეული ნაგებობები ახალციხის მუნიციპალიტეტში; რატომ გაიტანა აუქციონზე გამგეობამ შენობები, რომლებშიც სოფლის სკოლა და რიტუალების სახლია განთავსებული; უპრეცენდენტო აუქციონი ახალციხეში, სადაც სოფლისთვის სხვა მნიშვნელოვან ობიექტებს შორის კერძო საკუთრებაც მოხვდა.

მიუვალი სოფლები მილიონების საშოვნელად

ახალციხის მუნიციპალიტეტში 2011-2012 წლებში აუქციონის წესით ათზე მეტ სოფელში ათი ათასობით ლარად არა ერთი ნახევრადდანგრეული შენობა გასხვისდა. ქონება აუდიტს შეფასებული ჰქონდა რეალურ თანხად, თუმცა, ბიზნესმენებს და ფიზიკურ პირებს გადახდილი აქვთ გაცილებით დიდი თანხები. აღსანიშნავია, რომ აუქციონში მონაწილეობას მხოლოდ ერთი მსხვილი კომპანია, ან ერთი ფიზიკური პირი იღებდა. ამის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ახალციხის ციხის მშენებლობის პროცესში მუნიციპალიტეტის თანამშრომლების მხრიდან მუნიციპალიტეტის თანხების არამიზნობრივი გაფლანგვის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

5 მილიონი დანგრეულ შენობაში

სოფელ აწყურში, 2 ჰა ტერიტორიაზე მდებარე, მეცხოველეობის დანგრეული კომპლექსი, რომელიც 4 950 000 ლარად გასხვისდა, ერთ-ერთია სოლიდურ თანხებად გაყიდულ იმ 12 ობიექტს შორის, რომლის შესახებაც საქართველოს მთავარ პროკურატურაში საქმე აღძრეს.

აწყურში 5 მილიონად გაყიდული მეცხოველეობის კომპლექსის შესახებ ადგილობრივებმა არაფერი იციან. მათ არც მისი მყიდველის შპს ”ჯორჯიან ინვესტმენტსის” შესახებ სმენით რაიმე.

- ”კომუნისტების დროს, რომ დაიშალა ფერმა, იმ დროიდან აღარ ფუნქციონირებს. დანგრეულია და როგორც ჩვენ ვიცით, არც არავის უყიდია”, - გვეუბნება აწყურში მცხოვრები ამირან მარტინენკო.

ადგილობრივები დანგრეულ შენობაში 5 მილიონის გადახდას ვერაფრით ხსნიან და ეს უფრო მეტად იმ ფონზე უკვირთ, როცა სოფელში საუკეთესო ბინა 25 ათას ლარადაც კი არ გაიყიდება.

წყალთბილაში გაყიდული შენობის შესახებ არ იციან

ახალციხიდან 17 კილომეტრის მოშორებით, სოფელ წყლათბილაში,1953 წელს აშენებული და ამ დროისთვის ნახევრად დანგრეული კლუბ-ბიბლიოთეკის შენობა 100 000 ლარად ჯემალ გვარლიანმა იყიდა. 90-იან წლებში აქ კლუბი და ბიბლიოთეკა ფუნქციონირებდა, დაახლოებით 5 წლის წინ წიგნები ბიბლიოთეკიდან სკოლაში გადაიტანეს. ახლა კი იმის გამო, რომ შენობა ავარიულია, ადგილობრივები ვერაფერში იყინებენ.

სომხურ სოფელში, სადაც 500-მდე კომლი ცხოვრობს შენობის გაყიდვის შესახებ არაფერი იციან. მიუხედავად იმისა რომ შენობა უფუნქციოდაა, ადგილობრივები ამბობენ, რომ ის მთავრობას მათთან შეთანხმების გარეშე არ უნდა გაეყიდა.

- ”აუცილებლად ვკითხავ სოფლის თავმჯდომარეს რატომ გაყიდეს, რა მოილაპარაკეს ისეთი რომ ამხელა ფული გადაახდევინეს”, - ვერ ფარავს გაკვირვებას წყალთბილელი ოსეფ დარბანიანი.

გარდა ერთი შემთხვევისა, სოფელში ამ დრომდე შენობის ბედით არავინ დაინტერესებულა. დაახლოებით წელიწად ნახევრის წინ, როგორც დარბანიანის მეზობელი სიმონ დარბანიანი ამბობს,”კარგი მანქანებით თბილისიდან უცხო ადამიანები მოვიდნენ, მანქანა შენობამე ვერ მივიდა, ამიტომ ფეხით ავიყვანე, მობილურით კლუბს ფოტოები გადაუღეს და წავდნენ”.

აუქციონზე გატანილი კერძო საკუთრება

სოფელ წინუბნის ცენტრში მდებარე ორსართულიანი კლუბ-ბიბლიოთეკის შენობა, რომ ნახევარმილიონ ლარად გაიყიდა ადგილობრივებმა ”სამხრეთის კარიბჭისგან” შეიტყვეს. ასევე ჩვენგან შეიტყო ამ შენობის ნაწილის მეპატრონემ სარქის ღიკიანმა, რომ ფართი რომელიც მან 1997 წელს რაიონის გამგეობისგან იყიდა ახლა გამგეობამ აქციონის წესით 570 000 ლარად შპს ”ინტელ ექსპრეს ჯორჯიას” მიჰყიდა.

აღიკიანი კლუბის პირველ სართულზე კარტოფილს 16 წელია ინახავს და ამბობს, რომ ამ ფართს არავის დაუთმობს: ”არც გავყიდი რა ფასიც არ უნდა შემომთავაზონ. ყველა დოკუმენტი მაქვს, რომ პირველი სართული ნამდვილად ჩემია”.

აღიკიანს შენობის მეორე სართულის მიყიდვას, როგორც თავად ამბობს, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები 300 ლარში დაპირდნენ: ”დაახლოებთით წელიწად ნახევრის წინ იყვნენ მოსულები და მითხრეს, რადგან დანგრეულია მოგყიდითო, მაგრამ ამს შემდეგ არავინ გამოჩენილა”.

აღიკიანი ამბობს, რომ ახლა მეორე სართულში რა ფასადაც არ უნდა მიჰყიდონ ფულს აღარ გადაიხდის: ”ძალიან დანგრეულია, აღდგომამდე ბოძები უნდა შევუდგა, რომ არ ჩამოიშალოს და საწყობი არ დამიზიანოს”.

შენობა, რომელიც 1938 წელს აშენდა წლების განმავლობაში სოფელში კლუბის, ბიბლიოთეკისა და კინოს ფუიქნციას ასრულებდა. დაახლოებთი სამი ათეული წელია ორსართულიანი შენობის ზედა სართული უფუნქციოდაა და ინგრევა. ბიბლიოთეკარი რომელიც აქ მუშაობდა საცხოვრებლად ერევანში წავიდა, წიგნები კი ალბათ, როგორც ადგილბრივები ვარაუდობენ, სახლში წაიღო.

- ”მაგაში ფულს ვინ გადაიხდიდა? - კუთხულობს წინუბანში მცხოვრები ესოიან იესა - ზედა სართული შეშად თუ გამოადგება ვინმეს”.

ადგილობრივები ფიქრობენ, რომ ამ შენობაში არავინ არაფერს გააკეთებს, რადგან 180 კომლიან სოფელში 95 ოჯახიც აღარ დარჩა, იცლება სოფელი და აქ ბიზნესის კეთებას არავინ დაიწყებს.

აუქციონზე სკოლის შენობაც მოხვდა

სომხურ სოფელ ორალში, სადაც 50-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს, აავარიულ კლუბ-ბიბლიოთეკის შენობაში დაწყებითი კლასებია განთავსებული. აქვეა მოწყობილი მცირე დარბაზი ბავშვების გასართობადაც.

შენობა, რომელშიც 15-ზე მეტი ბავშვი სწავლობს სამშენებლო კომპანია ”ოდიმ”, 100 000 ლარად იყიდა.

შენობის გაყიდვის შესახებ არც პედაგოგებმა და არც ადგილობრივებმა არაფერი იციან.

- ”აქ მოსული არასდროს არავინ გვინახავს”, - ამბობს ინგლისურის მასწავლებელი ნარინე გეორგიანი.

სოფელში ამბობენ, რომ ფართი რომელიც ადგილობრივებს სჭირდებათ, სხვას არ დაუთმობენ.

- ”მთელი სოფელი ფეხზე დადგება, თუ გაყიდვა უდნოდათ ეთქვათ და სოფელი იყიდდა”, - აცხადებს სონია კირაკოსიანი.

მისი თქმით, 6 წლის ბავშვებს, მეზობელ სოფელში 3-4 კილომეტრის მოშორებით სკოლაში სიარული გაუჭირდებათ: ”სოფელში სხვა შენობაც არაა, რომ გადავიდეს სკოლა. რა ვუყოთ სად წავიყვანოთ ბავშვები?!”

ორალში კლუბის შენობა 1950 წელს აშენდა, ადგილობრივების თქმით აქ წლების განმავლობაში ბიბლიოთეკა კლუბი და გარკვეული პერიოდი საწყობიც კი იყო. ამჟამად სკოლას აქ სამი ოთახი უკავია, იმის გამო რომ შენობა ავარიულია მისი ნაწილი უფუნქციოდაა.

აქუციონზე გატანილი რიტულების სახლი

ახალციხის მუნიციპალიტეტში გაყიდულ შენობებს შორის, ყველაზე კარგ მდგომარეობაში სოფელ ყულალისის ყოფილი კლუბის და ახლა უკვე რიტუალების სახლის შენობაა.

1976 წელს კლუბისა და ბიბლიოთეკისათვის აშენებული შენობა 5 წელზე მეტია ადგილობრივებმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხებით რიტუალების სახლად გადააკეთეს.

- ”ძველი რაც იყო თითქმის სულ მოვანგრიეთ, გამგეობა დაგვეხმარა, ტიხრები მოვხსენით და დიდ დარბაზად ვაქციეთ”, - გვიყვება ნერსე სკრწიანი და ამატებს, მხარდაჭერის პროგამის ფარგლებში გამოყოფილი თანხით გადაიხურა შენობა, ჩაისვა მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები და შესრულდა სხვა სამუშაოებიც - რაც დაგვაკლდა ფული ფანჯრებზე, სოფლის ბიჭებმა ავაგროვთ თანხა და ბოლომდე გავაკეთეთ”.

ყულალისში ამბობენ, რომ სოფლის ჭირსაც და ლხინსაც ამ შენობაში იხდიან.

- ”არ დავთმობთ მთელი სოფელი გამოვა და გააპროტესტებს. 32 თასზე ნმეტი დაჯდა მისი კაპიტალურად გაკეთება და ახლა ვის მივცემთ?” - კითხულობას არტურ პეტროსიანი.

ყულალისში რიტუალების სახლი ”კოწიწაშვილი და კომპანიამ” 200 000 ლარად იყიდა. ეს შენობა 1976 წელს აშენბდა და წლების წინ ისევე როგორც სხვა სოფელბში აქაც კლუბისა და ბიბლიოთეკის ფუნქციას ასრულებდა. როგორც ახლა ბიბლიოთეკარი მარიამ პეტროსიანი ამბობს, წიგნები სკოლაში გადაიტანეს და მკითხველებს მისით სარგებლობა სწორედ იქ შუეძლიათ.

უპასუხოდ დარჩენილი კითხვები

შეიძლებოდა თუ არა საპტივატიზაციო ნუსხაში საკუთრების შეტანა, ასევე ისეთი შენობის, სადაც სკოლა ფუქნციონირებს და ან იმ ნაგებობის გაყიდვა, რომელშიც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ათასობით ლარი დაიხარჯა და სოფლისთვის ერთ-ერთ აუცილებელ შენობას წარმოადგენს ”სამხრეთის კარიბჭემ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს მალხაზ გიქოშვილს ჰკითხა.

- ”ჩვენ გადავეცით სახელმწიფო ქონებების ნუსხა გამგეობას და არა კარძო საკუთრებების. ვიღაცა სარქისამ რა გითხრათ არ ვიცი, მიაკითხეთ გამგეობას”, - გვითხრა გიოშვილი სატელეფონო საუბარში და მეორე კითხვის მოსმენა აღარ ისურვა, ტელეფონი გაგვითიშა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა გელა დემეტრაძემ კი ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან თენგიზ ზედგინიძესთან გადაგვამისამართა: ”საპროვატიზაციო ნუსხა მისი თავმჯდომარეობით დგებოდა”.

”სამხრეთის კარიბჭე” ზედგინიძეს ვერ დაუკავშირდა. რადგან სტატია 2 მარტს, შაბათ დღეს მზადდებოდა, მას სამსახურში ვერ ვნახავდით, ტელეფონს კი მთელი დღის განამვლობაში არ უპასუხა.

იმის გარკვევას, თუ რამდენად კანონიერი და დასაშვები იყო აღნიშნული ობიექტების საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანა, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურისტთან თორნიკე ხმალაძესთან ვცადეთ, თუმცა მან ვერაფერი გვიპასუხა: ”კონკრეტულად არ ვიცი რა როგორ იყო, შესაძლოა არსებობდა გარკვეული გარემოებები რის საფუძველზეც ეს დასაშვებად მიიჩნიეს”.

დამნაშავე თუ მსხვერპლი

იურისიტის ნუგზარ სამარჯიშვილის განცხადებით, კერძო საკუთრების აქუციონზე გატანა, იმ შემთხვევაში თუ პირს ქონება რაიმე დავალინების გამო იძულების წესით არ ეყიდება, დაუშვებელია და კანონით ისჯება.

- ”ამის გამკეთებელი თანამდებობრივ დანაშაულს ჩადის. იგივე შეიძლება ითქვას რიტუალების სახლსა და იმ შენობაზეც, სადაც სკოლაა განთავსებული. აუქციონზე გამტანი არ ვიცი ვი არის, მაგრამ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და გამოიება დამნაშავეებს გამოავლენს”, - აცხადებს სამარჯიშვილი.

მისი თქმით, კაპიკებად შეფასებული შენობების მილიონებში გაყიდვა ეს თანხის გამოძალვა და ბიზნესის ტერორია: ”აუქციონზე გამტანმა იმიტომ ამოირჩია ეს სოფლები რომ ამით დანაშაული დამალა. ასეთი რამ რომ მოხმდარიყო ქალქის ცენტრში მალევე გამოაშკარავდებოდა. ეს იმიტომ გააკეთს მიყრუებულ სოფლებში რომ ვერავინ გაიგებდა”.

სამარჯიშვილი ფიქრობს, რომ რეალურად ამ შენობების გასხვისება არავის უნდოდა: ”ამ დრომდე ეს შენოებბი იგივე ფუნქციით დგას, როგორც წლების წინ იყო. მათ რომ რელაური მყიდველი ჰყოლოდათ სოფელში მაინც ეცოდინებოდათ ვინ არის მისი პატრონი. ამდენად ეს ნიშნავს იმას, რომ გაყიდვა მოხდა ფიქტიურად, მხოლოდ ქაღალდზე”.

სამარჯიშვილი ფიქრობს, რომ შესაძლოა ადამიანები რომლებმაც ეს გააკეთეს არა დამკვეთები, არამედ დაკვეთის შმესრულებლები იყვნენ.

- ”არ გამოვრიცხევ, გამოვლინდეს რომ მათ ვინც ეს გააკეთეს არიან მსხვერპლნი და არა დამნაშავეები”, - აცხადებს სამარჯიშვილი.

მიუვალი სოფლები მილიონების საშოვნელად

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გაურკვევლობა აუქციონზე გაყიდული შენობების ნუსხაში
გაყიდული, მაგრამ მაინც უპატრონო კომპლექსი აწყურში [Video]




უპრეცედენტო ბიზნეს-ისტორია ახალციხის მუნიციპალიტეტში
ასპინძაში საარჩევნო მასალების გასაკრავად ადგილები განისაზღვრა
ყოფილი ადმინისტრაციული შენობა ერთ ლარად გასხვისდა
ახალციხის გამგეობამ 1 ლარად გაყიდული შენობა უკან დაიბრუნა
ვალეს საავადმყოფოს შენობა იყიდება