FM97.5 / LIVE

უპრეცედენტო ბიზნეს-ისტორია ახალციხის მუნიციპალიტეტში

მთავარიეკონომიკა 28.02.2013
ასტრონომიულ ფასად დაყიდული შენობები ახალციხის მუნიციპალიტეტში და ბიზნესმენების და ბიზნესის დატერორება პროკურატურის მხრიდან.

უპრეცედენტო ბიზნეს-ისტორია ახალციხის მუნიციპალიტეტში

საქართველოს მთავარი პროკურატურა 2011 -2012 წლებში ახალციხის მუნიციპალიტეტში მომხდარ ფინანსურ დარღვევებს და უძრავი ქონების პრივატიზების უკანონო ფაქტებს სწავლობს. ვინ, რა შენობებს, რა ფასად და რატომ ყიდულობდა 2011-2012 წლებში ახალციხის მუნიციპალიტეტში - ამ თემაზე საქართველოს მთავარ პროკურატურაში დღეს, 15:00 საათზე საგანგებო ბრიფინგი მოეწყო.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ახალციხის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ქონება, რომელიც აუდიტის მიერ გარკვეულ თანხად იყო შეფასებული, ასტორნომიულ ფასებადაა გასხვისებული და ეს მაშინ, როდესაც აუქციონზე არ მიმდინარობდა არანაირი ვაჭრობა, დაინტერესებული ერთადერთი ადამიანი იყო.

პროკურატურის ინფორმაციით, დაწყებული იყო გამოძიება ახალციხის ციხის მშენებლობის პროცესში მუნიციპალიტეტის თანამშრომლების მხრიდან მუნიციპალიტეტის თანხების არამიზნობრივი გაფლანგვის ფაქტზე. სწორედ, ამ კონკრეტული გამოძიების მსვლელობისას მუნიციპალიტეტიდან ამოიღეს დოკუმენტაცია სახელმწიფო აუდიტის მიერ შეფასებული ქონების თაობაზე. აღმოჩნდა, რომ ქონება, რომელიც ასევე მდებარეობს ახალციხის მუნიციპალიტეტში, გასხვისებულია აუქციონის წესით, სადაც მხოლოდ ერთი მსხვილი კომპანია, ან ერთი ფიზიკური პირი მონაწილეობდა, ქონება აუდიტს შეფასებუი ჰქონდა რეალურ თანხად, თუმცა, ბიზნესმენებს და ფიზიკურ პირებს გადახდილი აქვთ გაცილებით დიდი თანხები.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ ამ კონკრეტულ ფაქტზე აშკარად იკვეთება ბიზნესმენების და ბიზნესის დატერორება მაშინდელი პროკურატურის მხრიდან: ”დაკითხული არიან ბიზნესმენები ვინც ამ შესყიდვაში მონაწილეობდნენ და მათი ინფორმაციით, სწორედ პროკურატურა აიძულებდა რომ მათ ეს თანხა გადაეხადათ ქონებაში”.

პრივატიზებული ობიექტების ნაწილის შესახებ დღევანდელ ნომერში გაზეთმა ”ალიამ” გამოაქვეყნა.
პრივატიზებულ ობიექტთა სიაშია:

სოფელი ტატანისი, კულტურის სახლის შენობა, 168 კვ.მ - 412 500 ლარი. შეძენილი აქვს ვინმე ეფრაიმ გურს;

სოფელი აწყური, ყოფილი მეცხოველეობის კომპლექსი, 2 ჰა ტერიტორია, - 4 950 000 ლარი, შეძენილი აქვს შპს ”ჯორჯიან ინვესტმენტს”;

სოფელი ჭვინთა, 121 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი და მასე დამაგრებული ბიბლიოთეკის შენობა - 1 900 000 ლარი, მყიდველი - შპს ”ბემონი”;
სოფელი წყალთბილა, ბიბილიოთეკის შენობა - 100 000 ლარი; მყიდველი -ჯემალ გვარლიანი;
სოფელი ანი, ბიბილიოთეკის შენობა - შპს ”ფოთიქალაქ სერვისს” შეძენილი აქვს 200 000 ლარად;
სოფელი წინუბანი, ბიბლიოთეკის შენობა - შპს ”ინტელ ექსპრეს ჯორჯიას” გადახდილი აქვს 570 000 ლარი;
სოფელი ორალი, კულტურის სახლის შენობა - სამშებნებლო კომპანია ”ოდი”, 100 000;
სოფელი ყულალისი, ბიბილიოთეკის შენობა - ”კოწიწაშვილი და კომპანია” – 200 000 ლარი;
სოფელი ხეოთი, მედპუნქტის შენობა, - დავით ანდრონიკაშვილი, 200 000 ლარი;
სოფელი ხეოთი, სოფლისკუბი, შპს ”ინსტა ჯორჯია” – 500 000 ლარი;
სოფელი წირა, კულტურის სახლი, - ”თიბისი ბანკი” 500 000 ლარი.


[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძაში საარჩევნო მასალების გასაკრავად ადგილები განისაზღვრა
გაყიდული, მაგრამ მაინც უპატრონო კომპლექსი აწყურში [Video]




რას ყიდის სახელმწიფო სამცხე-ჯავახეთში - ნახეთ ობიექტების სრული სია
Sk Travel - სოფელი ხეოთი [Video]
ახალციხის მუნიციპალიტეტში ოთხი სოფელი დაისეტყვა [Photo]
ხმა სოფლიდან: სოფელი ხეოთი  [Audio]
სოფელი მოხე, ლოცვა ღია ცის ქვეშ [Photo]