FM97.5 / LIVE
მომხდარს">

გაურკვევლობა აუქციონზე გაყიდული შენობების ნუსხაში

მთავარიეკონომიკა 12.03.2013
მოხვდა თუ არა აუქციონზე გასატან შენობათა ნუსხაში სკოლა, რიტუალების სახლი და კერძო საკუთრება. მექანიკური შეცდომა, გაუგებრობა თუ დანაშაული. როგორ ხსნიან ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მომხდარს

გაურკვევლობა აუქციონზე გაყიდული შენობების ნუსხაში

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წინუბნის ცენტრში მდებარე ორსართულიანი კლუბ-ბიბლიოთეკის შენობის პირველი სართული 1997 წლიდან სარქის აღიკიანის საკუთრებაა, თუმცა ის გაყიდულ შენობათა ნუსხაშია მითითებული და 570 000 ლარად შპს ”ინტელ ექსპრეს ჯორჯიამ” იყიდა.

ასევე გაყიდულია კლუბ ბიბლიოთეკის შენობა სოფელ ორალში, თუმცა, აქ ამ დრომდე 15-ზე მეტი ბავშვი სწავლობს.

გაყიდული შენობების სიაშია კლუბ-ბიბლიოთეკის შენობა სოფელ ყულალისშიც, სადაც უკვე 5 წელია რიტუალების სახლი ფუნქციონირებს. შენობა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გარემონტდა და მის მოსაწესრიგებლად 17 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი თენგიზ ზედგინიძე აცხადებს, რომ გაყიდული შენობების ნუსხაში არც კერძო საკუთრება, არც სკოლა და არც რიტუალების სახლი არ მოხვედრილა. მისი განმარტებით წინუბანში შენობის მხოლოდ მეორე სართული გაიყიდა. ზედგინიძე დაუშვებლად მიიჩნევს აგრეთვე იმას, რომ აუქციონზე გამგეობამ რიტუალების სახლი გაყიდა.

- ”აქ შეცდომაა დაშვებული, ყულალისის ნაცვლად უნდა იყოს მითითებული სოფელი ჯულღა. ყულალისში რიტუალების სახლს აუქციონზე არ გავიტანდით”, - გვითხრა ზედგინიძემ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი ბესიკ ხითარიშვილი კი აცხადებს, რომ აუქციონზე გატანილი სწორედ ყულალისის კლუბ-ბიბლიოთეკის შენობა, ანუ ამჟამინდელი რიტუალების სახლია.

რაც შეეხება, ორალში კლუბის შენობაში მოქმედ სკოლას, ზედგინიძე ამბობს, რომ სოფელს სკოლის შენობა აქვს და აქ დაწყებითი კლასები არაოფიციალურად ფუნქციონირებს.

- ”კულტურის სახლში როგორ შეიძლება სკოლა იყოს?! ყველა სკოლა რაც კი არსებობს დარეგისტრირებულია განათლების სამინისტროში”, - აცხადებს ზედგინიძე.

ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრში აცხადებენ, რომ ორალში სკოლის შენობასთან დაკავიშრებით არანაირი პრობლემა არ არსებობს, თუმცა ის თუ სად ფუნქციონირებს ამჟამად დაწყებითი კლასები, ან ვინ გაყიდა შენობა, სადაც 15-მდე ბავშვი სწავლობს არ იციან.

პამაჯის ტერიტორიული ორგანის რწმუნებული კარლენ კარახალიანი გვიხსნის, რომ სოფელს ახლად აშენებული 4-ოთახიანი სკოლა აქვს, თუმცა შენობა ამ დრომდე ცარიელია.

- ”თბილისიდან დამირეკეს, არ ვიცი ვინ იყო, მითხრეს შენობა უდნა დაცალოთ, ჩვენიაო. ამიტომ ამ დღეებში დაწყებითი კლასები ახალ შენობაში გადავა”, - ამბობს კარახალიანი.

მისი თქმით, სკოლა სოფელს ფირმა ”ორიზონმა” აუშენა: ”ამ დღეებში განათლების სამინისტროს წარმომადგენლებიც მოვლენ და შენობა მათ ბალანსზე გადავა”.

რაც შეეხება სოფელ ყულალისში გაყიდულ რიტუალების სახლს, რწმუნებული ამბობს, რომ ამის შესახებ არაფერი იცის. ამ დრომდე ამ შენობის დაცლასთან დაკავშირებით კარახალიანს არავინ დაკავშირებია. მყიდველს ჯერ არც წინუბნის ცენტრში თითქმის დანგრეული კლუბ-ბიბლიოთეკის მეორე სართული მოუკითხავს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ ორალში რიტუალების სახლი რემონტდება
მიუვალი სოფლები მილიონების საშოვნელად
ასპინძაში საარჩევნო მასალების გასაკრავად ადგილები განისაზღვრა
რომელ მისამართზეა უბანი, სადაც ხმას აძლევთ – არჩევნები 2020
სოფელ აბასთუმნის სკოლის ყოფილი შენობაზე დავა გრძელდება
ვალეს საავადმყოფოს შენობა იყიდება
სოფელ ფერსაში კლუბის შენობა დაიწვა [Photo]