FM97.5 / LIVE

ყოფილი პოლიტპატიმრები ახალციხეში

მთავარიპოლიტიკა 12.03.2013
ახალციხის მოსახლეობას ყოფილი პოლიტპატიმრები შეხვდნენ, რომლებმაც სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და 14 აპრილს, სპორტის სასახლეში დაგეგმილი ყრილობა დააანონსეს.

ყოფილი პოლიტპატიმრები ახალციხეში

ყოფილი პოლიტპატიმრები მოქალაქეებთან შეხვედრებს მთელი საქართველოს მასშტაბით მართავენ. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან დღეს ახალციხელებს შეხვდნენ და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

”გვაინტერესებდა საერთო სიტუაცია და ძალიან კმაყოფილები ვართ. ვანო მერაბიშვილის ასე ნაქები მხარე, რომელიც ვითომდა მთლიანად ჰყავდა თავის კონტროლის ქვეშ, რეჟიმისგან გათავისუფლდა. დღეს შევხვდით ამ რეჟიმით დაზარალებულ მოსახლეობას, ვისაუბრეთ და გარკვეული მიზნები დავსახეთ”, - ამბობს უფლებადამცველი მელორ ვაჩნაძე.

დღევანდელ შეხვედრაზე პოლიტპატიმართა ყრილობაც დააანონსეს, რომელიც 14 აპრილს, 14:00 საათზე სპორტის სასახლეში გაიმართება. მელორ ვაჩნაძის თქმით, ყრილობაზე გარკვეული მესიჯები გაკეთდება, როგორც ახალი ხელისუფლების, ასევე უცხოელი დიპლომატების მიმართ.

- ”გვინდა, რომ სამართლიანობა აღდგეს და ”ნაციონალური მოძრაობა” კანონის სრული დაცვით გასამართლდეს როგორც რეჟიმი და დამნაშავე ორგანიზაცია”, - განაცხადა მელორ ვაჩნაძემ.

ყოფილი პოლიტპატიმრის ზურაბ ხუციშვილის თქმით, იგი თავისუფალი სიტყვის გამო გაასამართლეს.

”როცა ადამიანი მოინანიებს და ამას დაგვანახებს შეიძლება იმას შეუნდო, მაგრამ თუ არ ინანიებს და აქეთ ”გაწვება”, რომ დამნაშავე ხარო იმას როგორ უნდა შეუნდო. ადამიანს არ ეპატიება, ენის, მამულის და სარწმუნოების გაყიდვა, რაც ”ნაციონალებმა” გააკეთეს”, - ამბობს ზურაბ ხუციშვილი.

ყოფილი პოლიტპატიმრების თქმით, 14 აპრილს სააკაშვილის 9 წლიანი მმართველობის პერიოდში არსებული რეჟიმის შედეგად რეპრესირებული მოქალაქეები შეიკრიბებიან.

- ”რათა ამ ადამიანებმა, თავიანთი პოზიცია გამოხატონ იმ ცხრა წლის მიმართ, რამაც ძალიან დიდი ტკივილი მიაყენა მათ. ფაქტობრივად მთელი საქართველო საკონცენტრაციო ბანაკად იყო გადაქცეული. დღეს კი ხალხი იმ რეჟიმისაგან გათავისუფლდა და ადამიანებთან თავისუფლად საუბარი შეიძლება”, - ამბობს მალხაზ ჟუჟუნაძე.

ყოფილი პოლიტპატიმრები ხელმოწერების შეგროვებასაც აპირებენ.

- ”ჩვენ დავურიგეთ სპეციალური ბლანკები, სადაც მოცემულია ის მოთხოვნები, რაც ჩვენ გვაქვს. ამ ხელმოწერებს გადავცემთ უცხოელ დიპლომატებს, ასევე პარლამენტს, სადაც ამის პრეზენტაცია მოხდება”, - ამბობს მელორ ვაჩნაძე.

ყოფილი პოლიტპატიმრები ახალციხეში ჩამოსვლას კიდევ გეგმავენ. რადგან 14 აპრილს ყრილობაზე დასწრების მსურველებს მოსაწვევები გადასცენ.

ყოფილი პოლიტპატიმრები ახალციხეში

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე


„ნაციონალური მოძრაობა“ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარეს არ აირჩევს
დავით ბაქრაძესთან შესახვედრად მოსახლეობა სოფლებიდანაც ჩამოვიდა
ადვოკატები ვანო მერაბიშვილის მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმების ჩართვას ითხოვენ
8 მარტის შეთანხმებაში პოლიტპატიმრები ნახსენები არ ყოფილა – კახა კალაძე
გრიგოლ ვაშაძე ყოფილი მაღალჩინოსნების შეწყალებას აპირებს
საპატრულო პოლიცია ყოფილი პოლიტპატიმრის საქმეს სააპელაციოში ასაჩივრებს