FM97.5 / LIVE

ყოფილმა პოლიტპატიმრებმა ახალციხეში აქცია გამართეს [Video]

მთავარიSK TV » ვიდეო 03.04.2013
ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრისას ყოფილმა პოლიტპატიმრებმა 14 აპრილს დაგეგმილი ყრილობა დააანონსეს და ადგილობრივებს ყრილობაზე დასასწრები მოსაწვევები გადასცეს.

ყოფილმა პოლიტპატიმრებმა ახალციხეში აქცია გამართეს [Video]

ყოფილმა პოლიტპატიმრებმა აქცია მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დარბაზში გამართეს. იმისათვის, რომ სამართლიანობა აღდგეს და რეჟიმი გასამართლდეს ყოფილი პოლიტპატიმრები აქციებს მთელი საქართველოს მასშტაბით ატარებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციის ”ყოფილი პოლიტპატიმრები-ადამიანის უფლებებისათვის” თავმჯდომარის ნანა კაკაბაძის გაცხადებით სამცხე-ჯავახეთში წინა ხელისუფლების მიერ დამყარებული რეჟიმი განსაკუთრებით მკაცრად იყო გამოხატული.

”ჩვენ ვიცით, რომ ეს ადამიანები უფრო მეტად იყვნენ დასჯილნი და შევიწროვებულნი, ვიდრე სხვა რეგიონებში. ამიტომ გვინდა, რომ ისინი 14 აპრილს დაგეგმილ აქციაზე მივიწვიოთ და ყველამ ერთად ვუთხრათ ახალ ხელისუფლებას, რომ უარი ვთქვათ იმ რეჟიმზე, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში ამ ადამიანებს ავიწროვებდა და უფლებებს უზღუდავდა”, - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

აქციის მონაწილეებს 14 აპრილს სპორტის სასახლეში დაგეგემილ ყრილობაზე დასასწრები მოსაწვევები დაურიგდათ.

”ამ ხალხს ჩვენ კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ 14 აპრილს სპორტის სასახლეში ვიკრიბებით, რათა ერთხელ და სამუდამოდ გავასამართლოთ ის უკანონო რეჟიმი, რაც ცხრა წლის განმავლობაში საქართველოში არსებობდა”, - ამბობს აქციის ერთ- ერთი ორგანიზატორი რატი მაისურაძე.

ყოფილმა პოლიტპატიმრებმა ახალციხის მოსახლეობასთან შეხვედრა 12 მარტსაც გამართეს.



[თამარ თოთაძე, ნინო ზედგინიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ყოფილი პოლიტპატიმრები ახალციხეში
ახალციხეში საქველმოქმედო აქცია გაიმართება
უკრაინის მხარდასაჭერად ახალციხეში აქცია გამართეს [Photo]
‘ახალციხელების თანადგომა ვაჟა ექიმს’ - მხარდამჭერი აქცია ახალციხეში
‘ნუ გვესვრი’– ახალციხეში ჟურნალისტებმა აქცია გამართეს
‘თავისუფლება ვაჟა ექიმს’ - ახალციხეში ადვოკატებმა აქცია გამართეს
19 აპრილს დაგეგმილი აქცია და მოსახლეობის განწყობა მესხეთში