FM97.5 / LIVE

„იბერიას“ ჟურნალისტის ცემაში ბრალდებულებთან საპროცესო გაფორმდა

მთავარისიახლე, სამართალი 08.03.2017
ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტის გიორგი გასვიანის ცემაში ბრალდებულებს ექვსთვიანი პირობითი მსჯავრი შეეფარდათ.

„იბერიას“ ჟურნალისტის ცემაში ბრალდებულებთან საპროცესო გაფორმდა
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ საპროცესო გარიგების შესახებ პროკურორისა და ადვოკატების შეთანხმება, უკვე დაამტკიცა. რომლის მიხედვითაც, ჟურნალისტ გიორგი გასვიანის ცემაში ბრალდებულ სამ პირს მიხეილ ხუციშვილს, პაატა კვინიკაძეს და ბორის გოგიჩაიშვილს, ექვსთვიანი პირობითი მსჯავრი შეეფარდათ.

„ასევე, ბრალდებულებს ერთ წლიანი გამოსაცდელი ვადა დაუწესდათ. იმ შემთხვევაში თუ ამ ვადაში, მათ რაიმე დანაშაული ჩაიდინეს და კანონი დაარღვიეს, საპატიმრო დაწესებულებაში დაბრუნდებიან და იმ ექვსთვიან პირობით მსჯავრს ციხეში გაატარებენ“, – გვიხსნის ერთერთი მსჯავრდებულის პაატა კვინიკაძის ადვოკატი ირაკლი ბარძიმაძე.

მისივე თქმით, ყოფილი პილიციელი მიხეილ ხუციშვილი და დაცვის პოლიციის თანამშრომელი პაატა კვინიკაძე სამსახურებს ვეღარ დაუბრუნდებიან: „ორივე მათგანი ნასამართლევია, მათ ბრალი აღიარეს“.

ბრალდებულებთან საპროცესო, პროკურორმა და ადვოკატმა, დაზარალებულთან გიორგი გასვიანთან შეთანხმებით გააფორმეს.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტის ცემაში, ბრალდებულ სამ პირს, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 27 იანვარს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. მაშინ სასამართლო პროცესზე მიხეილ ხუციშვილმა, პაატა კვინიკაძემ და ბორის გოგიჩაიშვილმა ბრალი არ აღიარეს.

„იბერიას“ ჟურნალისტი გიორგი გასვიანი, სამ პირს, მათ შორის ბორჯომის რაიონული სამმართველოს უფროს ინსპექტორ–გამომძიებელს მიხეილ ხუციშვილს ცემასა და მუქარაში ადანაშაულებდა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

TV ‘იბერიას’ ჟურნალისტის ცემის საქმეში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
პროკურატურის განცხადება TV ‘იბერიას’ ჟურნალისტის ცემის საქმეზე
„იბერიას“ ჟურნალისტის ცემის ფაქტზე სამი პირი დააკავეს
ახალგაზრდებმა, რომლებიც სამხარეო სამმართველოს უფროსის მოადგილეს ცემაში ადანაშაულებდნენ, ბრალი აღიარეს
‘ნაციონალების’ აქტივისტების ცემაში ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება
ცოლის ცემაში ბრალდებულ პოლიციელს განაჩენი გამოუტანეს
ბაკურიანის მიწების საქმეში  ბრალდებულებთან საპროცესო გაფორმდა