FM97.5 / LIVE

პროკურატურის განცხადება TV ‘იბერიას’ ჟურნალისტის ცემის საქმეზე

მთავარისიახლე, სამართალი 27.01.2017
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტის გიორგი გასვიანის ცემის ფაქტზე დაკავებული სამი ბრალდებულის შესახებ, განცხადება გაავრცელა.

პროკურატურის განცხადება TV ‘იბერიას’ ჟურნალისტის ცემის საქმეზე

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს პროკურატურის მიერ, ჩატარებული გამოძიების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ჟურნალისტ გიორგი გასვიანის მიმართ განხორციელებული ცემისა და მუქარის ფაქტზე, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნენ მიხეილ ხუციშვილი, პაატა კვინიკაძე და ბორის გოგიჩაიშვილი.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის 18 დეკემბერს, ტელეკომპანია „იბერია“-ს ჟურნალისტი გიორგი გასვიანი, მისი კუთვნილი ავტომანქანით, გაემგზავრა ქ. ბორჯომში, სადაც მონაწილეობა უნდა მიეღო სასტუმრო „ქრაუნ პლაზა ბორჯომში“ ჟურნალისტებისთვის გამართულ სემინარში.

დაახლოებით 24:00 საათზე, ქ. ბორჯომში ჩასულს, მას სავალ გზაზე ავტომანქანა მოუცურდა, რის გამოც მის მანქანასთან საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ავტომანქანა გაჩერდა, რომელსაც მიხეილ ხუციშვილი მართავდა. ამ უკანასკნელს თან ახლდნენ მეგობრები - პაატა კვინიკაძე და ბორის გოგიჩაიშვილი. აღნიშნული პირები გადმოვიდნენ ავტომანქანიდან, მივიდნენ გიორგი გასვიანის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანასთან და დაუწყეს ცემა სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში, ხოლო მიხეილ ხუციშვილმა გიორგი გასვიანს თავზე დაადო მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღი (პისტოლეტი) და მის მიმართ განახორციელა მუქარა, რაც გიორგი გასვიანის მიერ აღქმული იქნა სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაზიანების რეალურ საფრთხედ.

მიხეილ ხუციშვილმა, ბორის გოგიჩაიშვილმა და პაატა კვინიკაძემ მხოლოდ მას შემდეგ შეწყვიტეს ცემა, რაც გიორგი გასვიანისგან შეიტყეს, რომ იგი ჟურნალისტი იყო და დაიწყეს მისი დაყოლიება იმაზე, რომ გიორგი გასვიანს აღნიშნული ფაქტი არსად გაემჟღავნებინა. შემდეგ კი მიაცილეს სასტუმრო „ქრაუნ პლაზა ბორჯომ“-ში.

მიხეილ ხუციშვილის, ბორის გოგიჩაიშვილის და პაატა კვინიკაძის ბრალდებულის სახით დაკავებისას პროკურატურამ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი რომ თავისუფლებაში მყოფი ბრალდებულები ზემოქმედებას მოახდენდნენ მოწმეებზე, ბრალდებულები არ აღიარებენ დანაშაულს არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან, ამასთან მხედველობაში იქნა მიღებული ის ფაქტიც, რომ მიხეილ ხუციშვილმა, ბორის გოგიჩაიშვილმა და პაატა კვინიკაძემ დანაშაულის ჩადენისთანავე სცადეს მისი დაფარვა, კერძოდ მას შემდეგ, რაც მათთვის ცნობილი გახდა, რომ დაზარალებული გიორგი გასვიანი იყო ჟურნალისტი, დაიწყეს მისი დაყოლიება, რომ არ გაემჟღავნებინა მომხდარი და არ მიემართა სამართალდამცავი ორგანოებისთვის. დაზარალებული სასტუმროში დატოვეს მას შემდეგ, რაც მიიღეს პირობა, რომ მომხდარის შესახებ გიორგი გასვიანი არსად განაცხადებდა.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, პროკურატურამ მიმართა სასამართლოს მიხეილ ხუციშვილის, ბორის გოგიჩაიშვილის და პაატა კვინიკაძის დაკავების შუამდგომლობით.

გამოძიებით დადგენილია, რომ მიხეილ ხუციშვილი არის შ.ს. ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების ყოფილი უფროსი ინსპექტორ - გამომძიებელი, პაატა კვინიკაძე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს ბორჯომის დაცვის პოლიციის განყოფილების ობიექტების დაცვის დანაყოფების ა(ა)იპ „ბორჯომის ცენტრალური ისტორიული პარკის“ შენობისა და ტერიტორიის დაცვის ყოფილი ინსპექტორი, ხოლო ბორის გოგიჩაიშვილი ქმედების ჩადენის დროს იყო უმუშევარი.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მიხეილ ხუციშვილი და პაატა კვინიკაძე დანაშაულის ჩადენის დროს არ ახორციელებდნენ სამსახურებრივ უფლებამოსილებას.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით და 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით“, - ნათქვამია განცხადებაში.

[ლუბა გიორგაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

TV ‘იბერიას’ ჟურნალისტის ცემის საქმეში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
„იბერიას“ ჟურნალისტის ცემაში ბრალდებულებთან საპროცესო გაფორმდა
„იბერიას“ ჟურნალისტის ცემის ფაქტზე სამი პირი დააკავეს
გიორგი გასვიანის საქმეზე ტრენინგის მონაწილეები  იკითხებიან
პროკურატურის განცხადება tv “იბერიის“ ჟურნალისტის ცემის ფაქტზე
რა კითხვები ჰქონდა გამოძიებას გიორგი გასვიანის  საქმეზე  ტრენინგის ორგანიზატორთან
ჟურნალისტი, რომელიც ცემაში პოლიციელს  ადანაშაულებს, მთავარი პროკურორს შეხვდა