FM97.5 / LIVE

TV ‘იბერიას’ ჟურნალისტის ცემის საქმეში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ

მთავარისიახლე, სამართალი 27.01.2017
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტის გიორგი გასვიანის ცემის ფაქტზე დაკავებული ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა და სამივე მათგანი პატიმრობაში დატოვა.

TV ‘იბერიას’ ჟურნალისტის ცემის საქმეში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ

ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტის გიორგი გასვიანის ცემის ფაქტზე დაკავებული ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლოპროცესი დღეს, 27 იანვარს, რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროცესს გიორგი გასვიანიი და მისი ადვოკატი არ დასწრებიან.

პროკურატურამ სამივე ბრალდებულის – მიხეილ ხუციშვილის, პაატა კვინიკაძისა და ბორის გოგიჩაიშვილისთვის, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდება ითხოვა. პროკურატურის განცხადებით, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი რომ თავისუფლებაში მყოფი ბრალდებულები ზემოქმედებას მოახდენენ მოწმეებზე.

პროკურატურამ ყურადღება იმ გარემოებაზეც გაამახვილა, რომ ბრალდებულები არ აღიარებენ დანაშაულს არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან, ამასთან მათ დანაშაულის ჩადენისთანავე სცადეს მისი დაფარვა: „კერძოდ მას შემდეგ, რაც მათთვის ცნობილი გახდა, რომ დაზარალებული გიორგი გასვიანი იყო ჟურნალისტი, დაიწყეს მისი დაყოლიება, რომ არ გაემჟღავნებინა მომხდარი და არ მიემართა სამართალდამცავი ორგანოებისთვის. დაზარალებული სასტუმროში დატოვეს მას შემდეგ, რაც მიიღეს პირობა, რომ მომხდარის შესახებ გიორგი გასვიანი არსად განაცხადებდა“.

დაკავებულების ადვოკატები პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმნენ. მეტიც, მათ განაცხადეს, რომ არცერთი ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა ითხოვეს.

ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა, პროკურატურის შუამდგომლობა გაითვალისწინა და დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას, მხოლოდ ერთი დაკავებულის, მიხეილ ხუციშვილის ადვოკატი პაატა გოგალაძე აპირებს. იგი ამბობს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება დასაბუთებული არ იყო, ამიტომ, ზემდგომ ინსტანციას მიმართავს.

მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, თუმცა, არც მის გასაჩივრებას აპირებს, მეორე ბრალდებულის, პაატა კვინიკაძის ადვოკატი ირაკლი ბარძიმაძე: "პიარკამპანია იყო, მეტი არაფერი, იგი საერთოდ არ იყო დასაბუთებელი. თქვენ, ჟურნალისტებმა შეძელით ზეგავლენა მოგეხდინათ სახელმწიფოს მაღალჩინოსნებზე. იმიტომ რომ თქვენ დამშვიდდეთ და დაწყნარდეთ, უდანაშაულო ხალხი უნდა წავიდნენ პატიმრობაში. რა აზრი აქვს, მითხარით, ამ გადაწყვეტილების გასჩივრებას?1“

შეგახსენებთ, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურამ გიორგი გასვიანის ცემის ფაქტზე ბორჯომში სამი პირი გუშინ დააკავა; საქართველოს პროკურატურის ცნობით, ერთ-ერთი დაკავებული ყოფილი უფროსი ინსპექტორ - გამომძიებელია, ხოლო მეორე - დაცვის პოლიციის ყოფილი ინსპექტორი. პროკურატურამ ბრალდებულები სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა. აქვე შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტი გიორგი გასვიანი ბორჯომელ პოლიციელს ცემაში ადანაშაულებს. ინციდენტი 18 დეკემბერს მოხდა. მაშინ, როდესაც ჟურნალისტი, ბორჯომში, სასტუმრო ‘ქრაუნ პლაზაში’ სემინარზე მიდიოდა.

[ნინო ნარიმანიშვილი, ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პროკურატურის განცხადება TV ‘იბერიას’ ჟურნალისტის ცემის საქმეზე
„იბერიას“ ჟურნალისტის ცემის ფაქტზე სამი პირი დააკავეს
„იბერიას“ ჟურნალისტის ცემაში ბრალდებულებთან საპროცესო გაფორმდა
პროკურატურის განცხადება tv “იბერიის“ ჟურნალისტის ცემის ფაქტზე
Tv ‘იბერიას’ ჟურნალისტს პროკურატურამ  გამოძიების დეტალები გააცნო
„იბერიას“ ჟურნალისტი  ბორჯომელ პოლიციელს ცემაში ადანაშაულებს
რა კითხვები ჰქონდა გამოძიებას გიორგი გასვიანის  საქმეზე  ტრენინგის ორგანიზატორთან