FM97.5 / LIVE

'ორბელიანი–საქართველომ' იდეების კონკურსის მესამე ეტაპი დაიწყო

მთავარისიახლე, საზოგადოება 17.01.2017
ორგანიზაციამ "ორბელიანი–საქართველო“ იდეების კონკურსის მესამე ეტაპი დაიწყო. დაინეტერსებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ განახორციელონ საკუთარი იდეა, რომელიც რელიგიურ, ეთნიკურ უმცირესობებსა და ლგბტ თემს შეეხება.

'ორბელიანი–საქართველომ' იდეების კონკურსის მესამე ეტაპი დაიწყო

იდეების კონკურსის შესახებ, „ორბელიანი საქართველოს“ წარმომადგენელმა, ასტამურ ჯიხაშვილმა, დღეს,17 იანვარს ახალციხეში შეხვედრა გამართა. დაინტერესებულ პირებს მან კონკურსის მთავარი თემატიკა და მიმართულებები გააცნო.

იდეების კონკურსი, სახელწოდებით „საქართველო ჩემი სახლია“ ორგანიზაცია „ორბელიანი საქართველომ“ 2016 წლის დეკემბრის თვეში გამოაცხადა. მის ფარგლებში ყველა დაინტერესებულმა პირმა, რომელსაც საკუთარი ინიციატივის განხორციელება სურს, განაცხადი ონლაინ, 2017 წლის იანვრის ბოლომდე უნდა შეავსოს.

ამ ეტაპზე ორგანიზაცია იმ ინიციტივებს შეარჩევს, რომლებიც რელიგიურ, ეთნიკურ და სექსუალური უმცირესობებს შეეხება.

მსურველებმა უნდა წარმოადგინონ იდეა, რომელიც ფოკუსირებული იქნება უმცირესობათა რომელიმე თემის პრობლემატიკაზე, შეავსონ აპლიკაცია ონლაინ-პლატფორმაზე www.app.orbeliani.net ქართულად, რუსულად ან ინგლისურად და დაასაბუთონ საკუთარი იდეის მნიშვნელობა შერჩეული თემისათვის, ასევე მიუთითონ ის ნივთები ან/და მომსახურება, რომლის შეძენაც აუცილებელია მათი ინიციატივის განხორციელებისათვის.

როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი ასტამურ ჯიხაშვილი განმარტავს, კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული იდეის ავტორს ფულადი თანხა არ გადაეცემა. ორგანიზაციას ნივთებით დახმარება შეუძლია. ეს შეიძლება იყოს საკანცელარიო საგნები, ტექნიკა, ტრანსპორტირების უზრუნველყოფა და ა.შ.

"დაინტერესებულ პირს შეუძლია შევიდეს ჩვენს ონლაინ პლატფორმაზე– www.app.orbeliani.net და გადახედოს უკვე დაფინანსებული 9 პროექტის ბიუჯეტს. დაახლოებით იმავე ბიუჯეტის ფარგლებში მოხდება დაფინანსება, ამავე პლატფორმაზე მოხდება ონლაინ განაცხადის შევსებაც“, – ამბობს „ორბელიანი საქართველოს“ იდეების კონკურსის კოორდინატორი ასტამურ ჯიხაშვილი.

იდეების წარდგენის ბოლო ვადა იანვრის ბოლოა. შესული აპლიკაციებიდან გამარჯვებულს სპეციალურად შერჩეული კომისია დაასახელებს.

'ორბელიანი–საქართველომ' იდეების კონკურსის მესამე ეტაპი დაიწყო

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხე ახალგაზრდული იდეების კონკურსში ერთვება
კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა
იდეების კონკურსი სოციალური საწარმოს დაფუძნების მსურველთათვის
იდეების კონკურსი სოციალური მეწარმეობის მსურველებისთვის
რადიო 'სამხრეთის კარიბჭეს' შეთავაზება ახალგაზრდებს
ახალციხის მერია ახალგაზრდებისთვის კონკურსს აცხადებს
სახელმწიფოს შეთავაზება მიკრო და მცირე მეწარმეებს