FM97.5 / LIVE

სემინარი სოციალური მეწარმეობით დაინტერესებული სტუდენტებისთვის

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 21.02.2017
დღეს, 21 თებერვალს, 14:00–დან 17:00 საათამდე, ახალციხეში, ზრდასრულთა განათლების ცენტრში (რუსთაველის ქუჩა), გაიმართება სემინარი სოციალური მეწარმეობის თემაზე.

სემინარი სოციალური მეწარმეობით დაინტერესებული სტუდენტებისთვის

სემინარი იმართება ყოველწლიური სტუდენტური კონკურსის ფარგლებში "სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად".

კონკურსი 2012 წლის შემდეგ იმართება, თუმცა წელს პირველად - საქართველოს მასშტაბით. 2017 წელს კონკურსი ორგანიზდება ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში "სოციალური მეწარმეობა - ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისათვის".

კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაცია და არსებული სოციალური საწარმოების გაძლიერება.

კონკურსის ფარგლებში, ახალციხეში, ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში დაიგეგმა სემინარები და გაცნობითი შეხვედრები სოციალური მეწარმეობის თემაზე.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს, რომლებიც ირიცხებიან ბაკალვრიატის ან მაგისტრატურის ნებისმიერ სასწავლო პროგრამაზე და კურსზე.

კონკურსი რამდენიმე ეტაპად იმართება და მოიცავს სტუდენტებისთვის როგორც თეორიული ცოდნის მიწოდებას სოციალური მეწარმეობის თემასთან დაკავშირებით, ისე პრაქტიკულ ღონისძიებებს.

კონკურსში მონაწილეობას შერჩეული 12 გუნდი მიიღებს.

კონკურსის ფორმატი არსებული სოციალური საწარმოს პრობლემური ამოცანის გადაწყვეტას გულისხმობს. 12 გუნდიდან შეირჩევა 4 საუკეთესო და თითოეული მათგანი მიიღებს 1500 ლარიან დაფინანსებას მათი თეორიული პროექტების პრაქტიკაში განსახორციელებლად. ფინალურ ეტაპზე გამოვლინდებიან ჟიურის რჩეულები და 1 გამარჯვებული სტუდენტური გუნდი.

კონკურსში მონაწილეობა უფასოა და ღონისძიებებით გათვალისწინებულ ხარჯებს დაფარავენ ორგანიზატორები.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოციალური მეწარმეობით დაინტერესებულ სტუდენტებს სემინარი ჩაუტარდათ
კონკურსი   „სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად - 2017“ იწყება
იდეების კონკურსი სოციალური საწარმოს დაფუძნების მსურველთათვის
იდეების კონკურსი სოციალური მეწარმეობის მსურველებისთვის
სოციალური მეწარმეობის დსახმარებლად პროექტი იწყება
სამცხე–ჯავახეთში სოციალური მუშაკების რაოდენობა იზრდება
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი სკოლის მოსწავლეებისთვის ახალ კონკურსს იწყებს