FM97.5 / LIVE

‘მილიონიანი ფონდი’ახალგაზრდული ორგანიზაციების განვითარებისთვის - ვის შეუძლია გრანტის მოპოვება

მთავარისიახლე, საზოგადოება 24.02.2020
სამცხე–ჯავახეთში მომუშავე ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერებისა და არაფორმალური განათლების განვითარებისთვის, „ახალგაზრდობის სააგენტო“ საგრანტო კონკურსს აცხადებს.

‘მილიონიანი ფონდი’ახალგაზრდული ორგანიზაციების განვითარებისთვის - ვის შეუძლია გრანტის მოპოვება

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ახალგაზრდული მიმართულებით. ასევე ახალგაზრდებს, რომლებიც შექმნიან ახალგაზრდულ ორგანიზაციას. აღნიშნულთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში დღეს, 24 თებერვალს გაიმართა.

საკუნკურსოდ, ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა გრძელვადიანი, განმეორებითი შედეგის მომტანი პროექტები უნდა წარადგინონ, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ჩართულობას საზოგადოებრივ, ეკონომიკურ თუ კულტურულ ცხოვრებაში.

საქართველოს მასშტაბით ასეთი 20–დან 30-მდე პროექტის დაფინანსება იგეგმება, რაც ჯამში მილიონი ლარის ღირებულების იქნება და ყველა რეგიონზე თანაბრად განაწილდება.

„თითოუელ რეგიონში დაფინანსდება 2-3 ახალგაზრდული ორგანიზაცია, ჯამში 90 000 ლარის ფარგლებში. მინიმალური ღირებულება პროექტის უნდა იყოს 30 000 ლარი. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი პროექტი იქნება 30 000 დან 60 000 მდე ღირებულების, განხორციელების ვადა იქნება 6 თვე. ხოლო 61 000 დან 90 000 მდე განსახორციელებელი პროექტის ვადა 10 თვეს არ უნდა აღემატებოდეს“, – ამბობს „ახალგაზრდობის სააგენტოს“ პროგრამული დეპარტამენტის თანამშრომელი, ნინო შეყლაშვილი.

საგრანტო კონკურსით დაინტერესებული პირებისთვის საკონსულტაციო დრო გამოიყოფა სააგენტოს ფეისბუქის გვერდზე, პირდაპირი ჩართვის მეშვეობით და განიხილება ყველა შესული კითხვა. ასევე, დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ კომუნიკაცია სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

„ეს არის უნიკალური შესაძლებლობა რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, რომ თავიანთი იდეები აქციონ რეალობად. საგრანტო კონკურის მიზანიც ესაა, შეიქმნას გრძელვადიანი პლატფორმები რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში კომპეტენციების განვითარებას“ - ამბობს ნინო შეყლაშვილი.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში, თითოეულ რეგიონზე გათვალისწინებულია მაქსიმუმ სამი საგრანტო პროექტის დაფინანსება.

კონკურსთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა ყველა რეგიონში გაიმართება.

საკონკურსო წინადადებების მიღება სააგენტოს ელექტრონულ პორტალზეა შესაძლებელი(Youthplatform.gov.ge), 24 თებერვლიდან 31 მარტამდე.

[რობი ზარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში ახალგაზრდული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა ®
ახალციხე ახალგაზრდული იდეების კონკურსში ერთვება
საგრანტო კონკურსი საქართველოსა და სომხეთის საზღვრისპირა რეგიონებისთვის
არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა
რეგიონში მომუშავე არასამთავრობოებისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა
კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა
კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისთვის საგრანტო კონკურსი ცხადდება