FM97.5 / LIVE

ახალციხელ გივი ცხოვრებაშვილს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ

მთავარისაზოგადოება 11.03.2013
66 წლის გივი ცხოვრებაშვილი სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მას ამ დრომდე ახლობლები, სამაშველო სამსახურისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ეძებენ

ახალციხელ გივი ცხოვრებაშვილს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ

ცხოვრებაშვილი სახლიდან 7 მარტს 9 საათზე გავიდა. იგი ახალციხეში აბის დასახლებაში გორის ქუჩაზე 31 ნომერში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. მას ორი დაოჯახებული შვილი ჰყავს.

ოჯახის წევრებმა ცხოვრებაშვილის ძებნა 7 მარტს საღამოსვე დაიწყეს. ძებნა პოლიციისა და სამაშველო სამსახურის თანამშრომელბთან ერთად 8 მარტს დილითაც განახლდა.

- ’გივი საძელში ხშირად მიდიოდა, სოფლეში ხალხს სხვადასვხა საოჯახო საქმეებში ეხმარებოდა. მას ყველა იცნობს. 7 მარტს ადგილობრივებს საძელში უნახავთ. ამ სოფლის მკვიდრმა ბავშვმა გვითხრა, რომ 7 მარტს 12 საათისთვის სასაფლაოზე ყოფილა და სვამდა. სოფლის მცხოვრებლებს გივი დაახლოებით საღამოს 6-ის ნახევარზეც უნახავთ, ხის ქვეშ ეძინა. ბოლო ინფორმაციით საღამოს 10 საათისთვის ის წისქვილში ნასვამ მდგომარეობაში ყოფილა. ამის მეტი აღარაფერი გაგვიგია’,- გვიყვება გივი ცხოვრებაშვილის სიძე ფირან გორელიშვილი.

მისი თქმით, ადრეც ყოფილა შემთხვევები, რომ მთელი დღის განმავლობაში სახლში არ მისულა, თუმცა საღამოს ყოველთვის შინ ბრუნდებოდა.

- ’ჩვენთან ერთად დღემდე ეძებენ სამაშველო სამსახურისა და პოლიციის თანამშრომელიბიც. ოფიციალურად საქმის ძიება ხვალ დაიწყება, რადგან კანონით დაკარგვიდან 5 დღე უნდა გავიდეს’ - ამბობს დაკარგულის დიშვილი ზურაბ ლომიძე.

მისივე თქმით, ძებნის პროცესში აბისა და საძელის მოსახლეობა აქტიურადაა ჩართული.

[ნინო ზედგინიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

14 დღეა ახალციხელ ანაიდა ოგანესიანს უშედეგოდ ეძებენ

წნისში დაკარგულ მამაკაცს 19 დღეა ეძებენ
აწყურში მდინარეში გადავარდნილი მამაკაცის ძებნა განახლდა
მტკვარში გადავარდნილ მამაკაცს მეოთხე დღეა უშედეგოდ  ეძებენ
სოფელ წნისში დაკარგულ მამაკაცს მაშველები მეოთხე დღეა ეძებენ
ადიგენში მცხოვრებ 17 წლის ახალგაზრდას რამდენიმე დღეა ეძებენ
15 დღეა აწყურში დაკარგულ ქალს ეძებენ