FM97.5 / LIVE

ახალციხეში მშობლიური ენის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

მთავარისაზოგადოება » განათლება 21.02.2013
ჟურნალისტების მიერ დაშვებული შეცდომები მეტყველებაში და მათი გავლენა საზოგადოებაზე – ეს ერთ–ერთი განსახილველი თემა იყო იმ ღონისძიებაზე, რომელიც ‘დემოკრატ მესხთა კავშირთან’ არსებულმა ახალგაზრდულმა ცენტრმა მშობლიური ენის საერთაშორისო დღეს მიუძღვნა.

ახალციხეში მშობლიური ენის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

გაეროს კალენდრის მიხედვით, 21 თებერვალი მშობლიური ენის საერთაშორისო დღეა. ‘დემოკრატ მესხთა კავშირთან’ არსებულმა ახალგაზრდულმა ცენტრმა ეს დღე ქართული დამწერლობის ისტორიის გახსენებითა და ქართული ენის დაცვისა და სიწმინდის საკითხებზე დისკუსიით აღნიშნა.

ახალგაზრდებმა ღონისძიება ორგანიზაციის საკონფერენციო დარბაზში გამართეს. მათი პირველი პრეზენტაცია ქართული დამწერლობის წარმოშობას, მეორე პრეზენტაცია კი ქართული ენის სიწმინდის დაცვას ეხებოდა. მონაწილეებმა ჟურნალისტების სამეტყველო ენაზეც იმსჯელეს. მათი აზრით, რადგან მედია და ტელევიზია დიდ გავლენას ახდენს საზოგადოებაზე, ჟურნალისტებს ტექსტების მომზადებისა და მეტყველებისას განსაკუთრებული დაფიქრება მართებთ.

ახალგაზრდებმა, ქუჩის მეტყველებასა და ჟარგონულ ენაზეც იმსჯელეს.

ახალციხეში მშობლიური ენის საერთაშორისო დღე აღნიშნეს ღონისძიების მეორე ნაწილი ახალგაზრდების ნაწილმა საკუთარ შემოქმედებას დაუთმო და თანატოლებს თავიანთი შემოქმედებიდან ამონარიდები გააცნო. წაიკითხეს ქართულ და სომხურენოვანი ლექსები.

‘დემოკრატ მესხთა კავშირის’ ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენელის ნათია გელაშვილის თქმით, 'ამ ღონისძიებით მათ სურდათ ეთქვათ თავიანთი სათქმელი მშობლიურ ენასთან დაკავშირებით'.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში დედამიწის დღე აღნიშნეს
ახალციხეში თამბაქოსთან ბრძოლის დღე აღნიშნეს
ახალციხეში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
ახალციხეში ახალგაზრდებმა ქვეითად გადასასვლელი მოხატეს
პრეზენტაცია და აქცია – ახალგაზრდები დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მხარდასაჭერად
არაქართულენოვანი სკოლების ქართული ენის პედაგოგებს სერტიფიკატები გადაეცათ
ახალციხე ქართული ენის კვირეულს შეუერთდა