FM97.5 / LIVE

პრეზენტაცია და აქცია – ახალგაზრდები დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მხარდასაჭერად

მთავარისაზოგადოება 21.03.2016
პრეზენტაცია დაუნის სინდრომის შესახებ და აქცია ახალციხის ცენტრალურ პარკში–ასე შეურთდნენ დემოკრატ მესხთა კავშირთან არსებული ახალგაზრდული ცენტრის წევრები, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს.

პრეზენტაცია და აქცია – ახალგაზრდები დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მხარდასაჭერად

დღის პირველ ნახევარში, დემოკრატ მესხთა კავშირის საკონფერენციო დარბაზში დაუნის სინდრომის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა შედგა. ახლაგაზრდებმა იმსჯელეს რა არის დაუნის სინდრომი და როგორია საზოგადოების დამკიდებულება დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ.
ასევე, აჩვენეს ვიდეო რგოლი დაუნის სინდრომის შესახებ.

„ვიდეო იყო დაუნის სინდრომის მქონე ორი პირის შესახებ, რომლებიც თავიანთ ცხოვრების შესახებ გვიამბობდნენ. ამის მეშვეობით გვინდოდა ახალგაზრდებს აღექვა ის, რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები ისევე გრძნობენ და ისევე უყურებენ ყველაგერს, როგორც თითოეული ჩვენთაგანი“ , – ამბობს ხალგაზრდული ცენტრის წარმომადგენელი ლილი ზაზაძე.

დღის მეორე ნახევარში ახალგაზრდებმა ახალციხის ცენტრალურ პარკში გადაინაცვლეს და ფერადი წინდებით დაუნის სინდრომის პირების მიმართ სოლიდარობა გამოხატეს.

შეგახსენებთ, 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს, ადამიანები, რომლებსაც აქვთ დაუნის სინდრომი, ასევე ისინი ვინც მუშაობენ და ცხოვრობენ მათთან ერთად, ერთიანდებიან და მართავენ ღონისძიებებს, რომელთა მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა უფლებების დაცვა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა
ახალციხეში დაუნის სინდრომის მქონეთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ახალციხეში
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა
ექიმი გვირჩევს: დაუნის სინდრომი [Video]
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა
ომბუდსმენი ხელისუფლებას მოუწოდებს  უპასუხოდ არ დატოვოს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ხმა