FM97.5 / LIVE

ახალციხეში ავარიამ სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

მთავარისაზოგადოება 21.02.2013
ახალქალაქი-ახალციხის გზაზე, სოფელ მინაძესთან, ავტოსაგზაო შემთხვევას სამი მამაკაცი ემსხვერპლა. დაშავდა ერთი ქალბატონიც, რომელიც ამ დრომდე ‘უნიმედი სამცხე’ ახალციხის საავადმყოფოში რჩება.

ახალციხეში ავარიამ სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

დაშავებული ქალბატონი სავარაუდოდ თბილისიდანაა. ამ დრომდე მისთვის საავადმყოფოში არავის მიუკითხებია.

–‘ ჩაუტარდა გადაუდებელი დახმარება, გამოკვლევები, ავადმყოფს აღენიშნება მარჯვენა მესამე და მეოთხე ნეკნის, ბოქვენის და საჯდომი ძვლის მოტეხილობები’,- განმარტავს სასწრაფო დახმარების მორიგე ექიმი, ამბულატორიული განყოფილების გამგე ნინო მანველიშვილი.

დაზარალებული ამ ეტაპისთვი ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს. მას ქირურგი კობა გრიგალაშვილი მკურნალობს.

ახალციხეში ავარიამ სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, 21 თებერვალს, დილით, დაახლოებით 09:00 საათზე, ახალქალაქი – ახალციხის გზატკეცილზე, ახალციხის შემოსასვლელში, სოფელ მინაძესთან მოხდა. ადგილზე მსუბუქი მანქანის, სავარაუდოდ, ტაქსის მძღოლი და ორი მგზავრი დაიღუპა. მიკროავტობუსის მგზავრებიდან არავინ დაშავებულა. 1960, 1963 და 1976 წელს დაბადებული სამივე მამაკაცი ახალქალაქის მკვიდრია. გარდაცვლილები პროზექტურიდან საცხოვრებელ სახლებში უკვე გადაასვენეს.

ახალციხის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში ამბობენ, რომ სამივე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. მძიმე იყო ქალბატონის მდგომარეობაც ახალციხეში ავარიამ სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

-‘ ქალბატონს იქვე ჩავუტარეთ გადაუდებელი დახმარება და საავადმყოფოში, მიმღებ -ამბოლატორიულ განყოფილებაში გადავიყვანეთ’,-გვითხრა ნინო მანველიშვილმა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]

პ.ს. დაშავებული ქალბატონის ვინაობა 'სამხრეთის კარიბჭეს' საავადმყოფოში არ გაუმხილეს. დაინტერესებულ პირებს ჩვენ შეგვიძლია მივაწოდოთ საავადმყოფოს ადმინისტრაციის კოორდინატები. დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე 593 926429


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა
გაზით მოწამლული ერთი პაციენტი ამ დრომდე სტაციონარში რჩება
ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი დაშავდა
ერთი გარდაცვლილი და ოთხი დაშავებული – ავარია ნინოწმინდაში
სოფელ ჭაჭარაქში ავარიას  მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
ახალციხეში  ავარიისას  დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა
ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევას 40 წლის მამაკაცი ემსხვერპლა