FM97.5 / LIVE

ახალციხის ცენტრალურ ნაწილს დილიდან ინტერნეტი არ მიეწოდება

მთავარისაზოგადოება 21.02.2013
დღის პირველი ნახევრიდან ქალაქის ცენტრალურ ნაწილს, სილქნეტის ინტერნეტი არ მიეწოდება.

ახალციხის ცენტრალურ ნაწილს დილიდან ინტერნეტი არ მიეწოდება

ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ფოსტის მიმდებარე ტერიტორიაზე 70 მეტრის სიგრძეზე ტელეფონის სადენია დაზიანებული, რის გამოც ძველი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ სილქნეტის აბონენტებს დილიდან ინტერნეტი არ მიეწოდება.

მათ შორის, დილიდან ინტერნეტის მოწოდება შეწყვეტილი აქვს „სამხრეთის კარიბჭესაც“.

ამ ეტაპზე აღდგენითი სამუშაოები ცენტრალურ პარკთან, სასტუმრო „ლომსიას“ მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. სილქნეტში ამბობენ, რომ ინტერნეტის მიწოდება მხოლოდ გვიან საღამოს, ან ხვალ დილით მოხერხდება.

„ცენტრალური სადენია დაზიანებული და ახლა ვაკეთებთ. ბორჯომიდან ველოდებით სადენებს, რომ დაზიანებული მონაკვეთი აღვადგინოთ. ამ ეტაპზე, ძველი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე ქუჩას არ მიეწოდება“, - ამბობს კომპანია სილქნეტის მეკაბელე-მრჩილავი კობა ჩიტაშვილი.

დაზიანებისა და შეფერხების შესახებ აბონენტები არავის გაუფრთხილებია.

[თაკო თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვარძიის ქუჩას ინტერნეტი არ მიეწოდება
თამარაშვილისა და ასპინძის ქუჩებს სასმელი წყალი შეფერხებით მიეწოდება
GDS–ის მანქანები და შეწყვეტილი ინტერნეტი ახალციხეში
ახალციხეში რუსთაველის ქუჩას სასმელი წყალი არ მიეწოდება
ახალციხეში „დელტა ნეტის“  აბონენტებს ინტერნეტი არ მიეწოდებათ
ასპინძასა და მიმდებარე სოფლებს ელექტროენერგია არ მიეწოდება
ახალციხეში თამარაშვილის ქუჩას ელექტროენერგია არ მიეწოდება