FM97.5 / LIVE

GDS–ის მანქანები და შეწყვეტილი ინტერნეტი ახალციხეში

მთავარისიახლე, საზოგადოება 17.09.2016
მესხეთის თეატრის ეზოში GDS–ის სპეციალური მანქანების მისვლის შემდეგ, N37 ახალციხის საოლქო კომისიასა და მის მიმდებარედ კიდევ 10 აბონენტს ინტერნეტის მიწოდება შეუწყდა;

GDS–ის მანქანები და შეწყვეტილი ინტერნეტი ახალციხეში

ამ დროისთვის ახალციხეში, კეცხოველის ქუჩაზე „სილქნეტის“ 11 აბონენტს ინტერნეტი არ მიეწოდება. მათთან ერთად ინტერნეტის მიწოდება გუშინ, 16 სექტემბერს,N37-ე ახალციხის საოლქო კომისიასაც შეუწყდა.

„ქალაქის ტელეფონიც რომ გათიშული იყო, მივხვდი, რომ ხაზი იყო დაზიანებული, ინტერნეტის გარეშე პარალიზებული ვართ. დღეს, „სილქნეტში“ დარეკვიდან ნახევარ საათში შეფერხება გამოასწორეს“, – ამბობს N37 ახალციხის საოლქო კომისიის თავმჯდომარე თეა გავაშელი და ამატებს, რომ ინტერნეტის გათიშვის მიზეზი არ იცის.

როგორც „სილქნეტის“ წარმომადგენელმა „სამხრეთის კარიბჭესთან“ განაცხადა, ინტერნეტის შეწყვეტის მიზეზი სადენის დაზიანებაა. სადენები კი თეატრის ტერიტორიაზე მისულმა ტელეკომპანია GDS–ის სპეციალურმა მანქანებმა დააზიანეს: „კაბელები გადაჭრეს. დიდი მანქანები შეიყვანეს. გადავეცი უკვე თბილისში საავარიოს. აქ კაბელი არ გვაქვს ახლავე რომ შევცვალოთ, დღეს შაბათია, ხვალ კვირა და ორშაბათს გამოვასწორებთ. რაც მთავარია, საოლქო კომისიაში ეს პრობლემა საჩქაროდ მოვაგვარეთ“.

ტელეკომპანია GDS–ის მანქანები მესხეთის სახელმწიფო თეატრთან გუშინ, 16 სექტემბერს მივიდნენ. აქ 19 სექტემბერს, ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სამცხე–ჯავახეთში მომუშავე ჟურნალისტებს ხვდება. ტელეკომპანია GDS–ზე პირდაპირი ეთერის უზრუნველსაყოფად კი ტექნიკური ჯგუფი წინასწარ ჩამოვიდა.

თუმცა, როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, მათ არაფერი დაუზიანებიათ.

„აბსოლიტურად უსაფრთხოდ შემოვედით, არაფერი დაგვიზიანებია. უსაფრთხოების ნორმები წინასწარ იყო დაცული, წინ და უკან მანქანები მოგვყვებოდა, თან გვახლდა დაცვაც. ეს მცდარი ინფორმაციაა“, – ამბობს მირზა ხვედელიძე, რომელივ დაცვის თანამშრომლად გაგვეცნო.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ცენტრალურ ნაწილს დილიდან ინტერნეტი არ მიეწოდება
ახალციხეში „დელტა ნეტის“  აბონენტებს ინტერნეტი არ მიეწოდებათ
ვარძიის ქუჩას ინტერნეტი არ მიეწოდება
ბიძინა ივანიშვილი ახალციხეში ჟურნალისტებს შეხვდება
მესხეთში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები აირჩიეს
ბორჯომში 3400-მდე აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება
სახურავგადახდილი საცხოვრებელი და დაზიანებული მანქანები [photo]