FM97.5 / LIVE

ახალქალაქში ფიქრობენ რით უშველონ ბაზარს

მთავარიეკონომიკა 21.02.2013
მყიდველების შესახებ ინფორმაციის, სახელმწიფო შესყიდვების, პროდუქციის ადგილზე სერთიფიცირებისა და მარკეტინგული სამუშაოების არარსებობა, საწყობებისა და მიმღები პუნქტების პრობლემები – ეს ყველაფერი ადგილობრივი ბაზრის განვითარებას უშლის ხელს.

ახალქალაქში ფიქრობენ რით უშველონ ბაზარს
2012 წლის ივლისიდან საერთაშორისო ორგანიზაციების Care და CiDA-ს ფინანსური ხელშეწყობით ეკონომიკური და სოციალური კვლევების კავკასიის ინსტიტუტმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დაიწყო პროექტის განხორციელება, რომელიც ადგილობრივი ბაზრის განვითარებისკენ არის მიმართული.

პროექტის ფარგლებში ადგილობრივი ფერმერების, ჟურნალისტებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ჯგუფი პერიოდულად იკრიბება და ადგილობრივი ბაზრის სუსტი და ძლიერი მხარეების გამოსავლენად მუშაობს, რაც საბოლოოდ ამ ბაზრის განვითარების გეგმისა და პროგრამების შემუშავებით დასრულდება.

სამუშაო ჯგუფის ჩატარებული განხილვების შედეგად დადგინდა, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბაზრის განვითარებისთვის პრიორიტეტული პროდუქტი კარტოფილია. ბაზრის განვითარებაში შედეგის მისაღწევად მეკარტოფილეობის განვითარების ხელშეწყობაა საჭირო.
ჯგუფმა ადგილობრივი ბაზრის ძლიერი მხარეები გამოავლინა.

ძლიერი მხარეა ფერმერებსა და სათესლე მასალების მომწოდებლებს შორის ურთიერთკავშირი. ისინი ფერმერებს სათესლე მასალების თემაზე კონსულტაციებს დროულად უწევენ; საბითუმო მყიდველების არსებობა, რომლებიც ძირითადად დიდი ქალაქებიდან ჩამოდიან; ასევე ძლიერი მხარეა ის, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მოყვანილი კარტოფილი ეკოლოგიურად სუფთა ნიშნებით ხასიათდება; მუნიციპალიტეტში სათესლე ქიმიკატების მომწოდებლებიც არიან.

არსებობს ფინანსური ორგანიზაციები, რომლებიც სასოფლო–სამეურნეო კრედიტებს გასცემენ, ასევე მუშაობს ტექნიკური მომსახურების ცენტრები. გარდა ამისა, არის სასაწყობე შენობები, რომლებიც მართალია საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება, მაგრამ კარტოფილის შესანახად მაინც გამოდგება.

გამოვლენილ იქნა სუსტი მხარეებიც. ლაბორატორიის არარსებობის გამო ნიადაგის ანალიზი არ კეთდება; ფერმერთა უმრავლესობა სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე ინფორმაციას არ ფლობს; ხშირად ხდება კარტოფილის ჯიშების ცვლა; ზოგიერთ შემთხვევაში არასერთიფიცირებული სათესლე მასალა ვრცელდება; სახსრების უკმარისობის გამო ძვირადღირებული თანამედროვე მექანიზაცია ხელმიუწვდომელია; არ არსებობს საირიგაციო სისტემები; წყალი თვითდინებით მოდის ზოგიერთი აუზიდან, რომლებიც „სოფლის დახმარების პროგრამის“ ფარგლებში აშენდა. ასევე სუსტი მხარეა მაღალი საპროცენტო განაკვეთები საბანკო პროდუქტებზე, სუსტი სავაჭრო კავშირები მეზობელ ქვეყნებთან და გადამამუშავებელი წარმოების არარსებობა.

სამუშაო ჯგუფი მივიდა დასკვნამდე, რომ ადგილობრივი ბაზრის განვითარებისთვის მთავარი პრიორიტეტებია საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია, საკადრო პოლიტიკა სოფლის მეურნეობის სფეროში, საბაზრო კავშირების გაუმჯობესება, პროდუქციის მოცულობის ზრდა და ხარისხის გაუმჯობესება; რაც მოიცავს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას, საკანონმდებლო სივრცის გაუმჯობესებას და ფერმერებისთვის საინფორმაციო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას.

ამ ეტაპზე ეკონომიკური და სოციალური კვლევების კავკასიის ინსტიტუტის პროექტის დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს.
„დღეს მივედით იმ ეტაპზე, რომ ადგილობრივი ბაზრის განვითარების დახამრების გეგმას განვიხილავთ და ვფიქრობ, დაახლოებით თვენახევრის შემდეგ ხელთ გვექნება პროდუქტი, რომელსაც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბაზრის განვითარების გეგმა ერქმევა. ეს პროექტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სიტუაციის შეცვლაში დაგვეხმარება და შეიძლება ითქვას, ფერმერებისა და ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებისთვის გადადგმული ერთ–ერთი ნაბიჯი იქნება“, – ამბობს ეკონომიკური და სოციალური კვლევების კავკასიის ინსტიტუტის წარმომადგენელი თემურ თორდინავა.

პროექტის დასრულების შემდეგ სამუშაო ჯგუფი შემუშავებულ გეგმას, მისი მოწონებისა და დაფინანსების იმედით, ადგილობრივ ხელისუფლებას, ცენტრალურ ხელისუფლებასა და პოტენციურ დონორებს წარუდგენს.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბაზრო სქემა კარტოფილისთვის შემდეგია: სათესლე მასალებისა და შხამქიმიკატების მომწოდებლები არიან „აგრიკო“, „დენ გარდინგი“, „ევროპლანტი“ და „ახალქალაქის აგროსერვისი“. ტექნიკური მომსახურების ცენტრებია – შპს „აგროსერვისცენტრი“, „ენერგია 777“, შპს „მექანიზატორი“, შპს „ამხანაგობა – ჯავახეთი“ და კერძო მექანიზატორები. მუნიციპალიტეტში ძირითადად წვრილი ფერმერები არიან, მათი რიცხვი დაახლოებით 70–80%–ია. პროდუქციის ძირითადი ნაწილი, დაახლოებით 70% კერძო გადამყიდველებს გააქვთ. მუნიციპალიტეტში ორი კერძო საწყობი არსებობს, თითოეულის ტევადობა 500–100 ტონაა, არის ასევე პატარა სასაწყობო შენობები 30–100 ტ. ტევადობით. ახალქალაქში ბოსტნეული კულტურების გასაყიდად ბაზარი და დაახლოებით ხუთი ბოსტნეულის მაღაზია ფუნქციონირებს.

კარტოფილის ყველაზე მსხვილი მომხმარებლებია თბილისის, რუსთავის, ბათუმისა და ქუთაისის ბაზრები და სუპერმარკეტები. კვალიფიკაციის მომწოდებლები არიან ახალქალაქის ბიზნესცენტრი, სოფლის მეურნეობის მომსახურების ცენტრი, აგროინფო და USAID. უკანასკნელი ორი ორგანიზაცია იმავდროულად დონორებიც არიან. გადამზიდავებად კი გამოდიან როგორც ადგილობრივი, ისე სხვა ადგილებიდან ჩამოსული ფიზიკური პირები.

[შუშან შირინიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ევროკავშირის მხარდაჭერით ახალქალაქში სოფლის განვითარების პროექტი იწყება
კარტოფილის რეალიზაციაში სახელმწიფო უნდა ჩაერთოს
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 'მინდვრის დღეები' ჩატარდა
ახალქალაქის ბაზრის უფროსი დააკავეს
USAID-მა ახალციხეში სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტი წარადგინა
ახალქალაქის ბაზრის კონტროლიორი დააკავეს
ახალქალაქის ბაზრის დირექტორი და კონტროლიორი პატიმრობიდან გაათავისუფლეს