FM97.5 / LIVE
ბათუმში მეჩეთის მშენებლობაზე საუბარი ისევ დაიწყო

ბათუმში მეჩეთის მშენებლობაზე საუბარი ისევ დაიწყო

მთავარისაზოგადოება 20.02.2013
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ბათუმში გამოიყოფა ადგილი, სადაც მეჩეთი აშენდება.

ბათუმში მეჩეთის მშენებლობაზე საუბარი ისევ დაიწყო
ეს განცხადება მაია ფანჯიკიძემ 15 თებერვალს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა. ერთი დღით ადრე, 14 თებერვალს, ამ საკითხზე საქართველოს პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თურქეთში გამართულ ოფიციალურ შეხვედრაზე ისაუბრა.

- ’ვისაუბრეთ პრობლემებზე მეჩეთის აშენების, რომელიც, მე მგონი, წარმატებით გადავწყვიტეთ და შევთანხმდით’, - განაცხადა ივანიშვილმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რას ითვალისწინებს ეს შეთანხმება.

ბათუმში აზიზეის მეჩეთის აშენებისა და ახალციხეში ახმედ ფაშას მეჩეთის აღდგენის საკითხები აქტიურად განიხილებოდა გასულ წელსაც. ბათუმში აზიზეის მეჩეთის აშენების გადაწყვეტილებას, საპროტესტო აქციებიც მოჰყვა. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ძეგლების რესტავრაციის სანაცვლოდ შეიძლება ახალციხეში რეაბილიტირებული ახმედის მეჩეთის ისტორიული იერსახის აღდგენა იყოს საკმარისი.

აღნიშნულ საკითხზე ‘სამხრეთის კარიბჭემ’ მუშაობა დაიწყო. რას ფიქრობენ ამ საკითხზე მოქალაქეები, მუსლიმანი მესხების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, ახალციხეში მცხოვრები მუსლიმანი მესხები და ისტორიკოსები - თვალი ადევნეთ ”სამხრეთის კარიბჭეს”, მასალებს ამ თემაზე დღის განმავლობაში შემოგთავაზებთ.

[ნინო ზედგინიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რაბათში მეჩეთის გუმბათი არ შეიცვლება
ცირა მესხიშვილი: რელიგია პოლიტიკური სპეკულაციის საგანი არ უნდა გახდეს
თამაზ ბაკურიძე  მოხის მეჩეთის საკითხზე სპეციალური კომისიის შექმნას ითხოვს
ჭელის მეჩეთის ეზოში ისევ ხალხმრავლობაა
ჭელას მეჩეთს ახლადარჩეული მუფთი ესტუმრა
მოხეში მეჩეთის მშენებლობა დაიწყო
მინარეთს მეჩეთის მოშორებით დაასაწყობებენ