FM97.5 / LIVE

ადიგენის გამგებლის ყოფილ მოადგილეს სამსახურში ვერ აღადგენენ

მთავარისიახლე, პოლიტიკა 06.11.2017
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილმა მოადგილემ მისი სამსახურიდან გათავისუფლების საქმეზე სასამართლო მოიგო, თუმცა სამსახურში ვერ აღადგენენ.

ადიგენის გამგებლის ყოფილ მოადგილეს სამსახურში ვერ აღადგენენ
ადიგენის მუნიცილაპიტეტის გამგებლის ყოფილ მოადგილეს მინდია ჯელიას მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო მოიგო, იგივე პოზიციაზე ვეღარ აღადგენენ.

„სარჩელის სასამართლოში შეტანის შემდეგ არჩევნები ჩატარდა, რაც იმას გულისხმობს, რომ მოქმედ გამგებელს უფლებამოსილება შეუწყდა, ე.ი. უფლებამოსილება შეუწყდათ მის მოადგილეებსაც. მართალია, ადიგენში მერად მოქმედი გამგებელი აირჩიეს, მაგრამ ჯელია მოადგილედ ვეღარ დაბრუნდება“, – ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ქეთი ბებიაშვილი, რომელიც სააპელაციო სასამართლოში მინდია ჯელიას წარმოადგენდა.

მისი თქმით, ამის გამო მათ სააპელაციო სასამართლოში სასარჩელო მოთხოვნა დააკორექტირეს: „სამსახურში აღდგენაზე აღარ ვდაობდით და ზიანის ანაზღაურება მოვითხოვეთ. სარჩელი სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა“.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ჯერ გადაწყვეტილი არ აქვთ გაასაჩივრებენ თუ არა ჯელიას საქმეს უზენაესში.

"სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება რომ ჩაგვბარდება მერე გადავწყვეტთ", – ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის წარმომადგენელი მადონა გულიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მისი მოადგილე მინდია ჯელია სამსახურიდან მიმდინარე წლის 20 თებერვალს გაათავისუფლა. გამგებლის გადაწყვეტილება ჯელიამ სასამართლოში გაასაჩივრა, სადაც მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში დაბრუნება და იძულებით განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ჯელიას სარჩელი 11 მაისს სრულად დააკმაყოფილა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სააპელაციოში  ადიგენის გამგებლის ყოფილი მოადგილის საქმის განხილვა იწყება
ადიგენის გამგებელს ყოფილმა მოადგილემ სააპელაციოც მოუგო
ადიგენის გამგეობამ გამგებლის  მოადგილის საქმე სააპელაციოში გაასაჩივრა
გაასაჩივრებენ თუ არა გამგებლის მოადგილის საქმეს, ადიგენის გამგეობაში არ იციან
ადიგენის გამგეობამ კიდევ ერთი საქმე წააგო – გაასაჩივრებენ თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილებას, უცნობია
ადიგენის გამგებლის ყოფილმა მოადგილემ გამგებელს სასამართლო მოუგო
ადიგენის გამგებლის პირველ მოადგილედ, შესაძლოა, იმედა მღებრიშვილი დაინიშნოს