FM97.5 / LIVE

გაასაჩივრებენ თუ არა გამგებლის მოადგილის საქმეს, ადიგენის გამგეობაში არ იციან

მთავარისიახლე, პოლიტიკა, სამართალი 31.05.2017
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილის საქმე გასაჩივრდება თუ არა ზემდგომ ინსტანციაში, ამაზე ჯერ გამგეობაში გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

გაასაჩივრებენ თუ არა გამგებლის მოადგილის საქმეს, ადიგენის გამგეობაში არ იციან

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას, როგორც აქ აცხადებენ, ჯერ გამგებლის ყოფილი მოადგილის მინდია ჯელიას საქმეზე გადაწყვეტილება არ ჩაბარებია.

„ჯერ არ გვაქვს გადაწყვეტილი გავასაჩივრებთ თუ არა, ველოდებით რომ გადაწყვეტილება ჩაგვბარდეს. ვნახავთ როგორი დასაბუთება იქნება და იმის მერე ვიმსჯელებთ გვიღირს თუ არა გასაჩივრება“, – ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურისტი მადონა გულიაშვილი.

შეკითხვაზე, თავად რითი ასაბუთებდა სასამართლოში მინდია ჯელიას გათავისუფლებას, გულიაშვილმა გვიპასუხა: „კანონი აძლევს გამგებელს უფლებას რომ თანამდებობის პირები, მით უფრო მოადგილე, გაათავისუფლოს“.

ასევე შეკითხვაზე, რა იყო გათავისუფლების მიზეზი, გულიაშვილი აცხადებს, რომ ამ მიზეზებზე თავად ვერ ილაპარაკებს: „ეს ჩემი საქმე არაა. მიზეზი რომც ვიცოდე, ეს განსახილველი თემა არაა. ზოგადად, ბუნებრივია, მიზეზი ყველაფერს აქვს. მე რომ დღეს აქ ვმუშაობ და არ მათავისუფლებენ, ამასაც მიზეზი აქვს“.

შეგახსენებთ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მისი მოადგილე მინდია ჯელია სამსახურიდან მიმდინარე წლის 20 თებერვალს გაათავისუფლა. გამგებლის გადაწყვეტილება ჯელიამ სასამართლოში გაასაჩივრა, სადაც მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში დაბრუნება და იძულებით განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ჯელიას სარჩელი 11 მაისს სრულად დააკმაყოფილა.

თუ ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვტილება ძალაში დარჩება ჯელიას მინიმუმ სამი თვის ხელფასი 4 020 ლარი ადიგენის ბიუჯეტიდან უნდა აუნაზღაურონ. გასაჩივრებისა და წაგების შემთხვევაში ფინანუსურად ადგილობრივი ბიუჯეტი კიდევ უფრო იზარალებს. რამდენი ლარის გამოყოფა მოუწევს თივთმმართველბას ის იმ თვეების რაოდენობაზეა დამოკიდებული, რა დროც სასამართლოს საქმის განსახილველად დასჭირდება.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენის გამგეობამ გამგებლის  მოადგილის საქმე სააპელაციოში გაასაჩივრა
ადიგენის გამგებელს ყოფილმა მოადგილემ სააპელაციოც მოუგო
სააპელაციოში  ადიგენის გამგებლის ყოფილი მოადგილის საქმის განხილვა იწყება
ადიგენის გამგეობამ კიდევ ერთი საქმე წააგო – გაასაჩივრებენ თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილებას, უცნობია
ადიგენის გამგებლის ყოფილ მოადგილეს სამსახურში ვერ აღადგენენ
ადიგენის გამგებლის ყოფილმა მოადგილემ გამგებელს სასამართლო მოუგო
ადიგენის გამგებლის პირველი მოადგილე მინდია ჯელია მოხსნეს