FM97.5 / LIVE

რეგონული ფონდის თანადაფინანსებით, სამცხე–ჯავახეთში 25 მლნ ლარის პროექტები განხორციელდება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 20.02.2017
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული პროექტები და რეგიონის განვითარების სტრატეგიის განახლებული სამოქმედო გეგმა იყო სამხარეო–საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე დღეს განსახილველი საკითხები.

რეგონული ფონდის თანადაფინანსებით, სამცხე–ჯავახეთში 25 მლნ ლარის პროექტები განხორციელდება

სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა, დღეს, 20 თებერვალს , სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა.

სხდომაზე გაირკვა, რომ წელს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდმა, თანადაფინანსებისთვის, რეგიონის მუნიციპალიტეტებიდან 65 პროექტი შეარჩია. მათი ჯამური ღირებულება 25 მილიონი ლარია.

პროექტები ძირიტადად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ხიდების, საბავშვო ბაღების, სპორტული მოედნების, სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემების მშენებლობა– რეაბილიტაციას ეხება.

სხდომის დასრულების შემდეგ, რეგიონის გუბერნატორმა, აკაკი მაჭუტაძემ განმარტა, რომ შეხვედრაზე საპროექტო სამუშაოებსა და პროექტების განხორციელების დეტალებზე ისაუბრეს: „განვიხილეთ სამშენებლო შესყიდვების ვადები“.

სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომას, რომელიც პერიოდულად იმართება, სამხარეო ადმინისტრაციისა და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ.

ამავე სხდომაზე იმსჯელეს სამცხე–ჯავახეთის რეგიონის განვითარების სტრატეგიის, 2017 წლის განახლებული გეგმის შესახებაც, რომელიც უახლოეს ხანში დასამცკიცებლად საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიას წარედგინება.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამხარეო საკონსულტაციო საბჭომ წლის შემაჯამებელი სხდომა გამართა
სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა ახალციხეში
სამხარეო საბჭომ რეგიონის განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმა განიხილა
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სამცხე-ჯავახეთში 38 პროექტი განხორციელდება
2018 წელს სამცხე–ჯავახეთში, რეგიონული ფონდიდან 19 მლნ ლარის პროექტები განხორციელდება
სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელეს
სამხარეო ადმინისტრაციაში დასუფთვებასა და  ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელეს