FM97.5 / LIVE

სამხარეო ადმინისტრაციაში დასუფთვებასა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელეს

მთავარისიახლე, პოლიტიკა, ეკონომიკა 08.05.2017
დღეს, 8 მაისს,სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებსა და მუნიციპალიტეტის დასუფთავებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმჯელეს.

სამხარეო ადმინისტრაციაში დასუფთვებასა და  ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელეს

სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა სამხარეო ადმინისტრაციაში, რომელსაც მხარის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე უძღვებოდა.

მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა საკონსულტაციო საბჭოს მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნეს, იმსჯელეს 2017 წელს დაგეგმილი პროექტების, მათი სატენდერო პირობების, სამშენებლო სამუშაოების დაწყებისა და დასრულების ვადების შესახებ.

მხარის გუბერნატორმა გამგებლებს მუნიციპალიტეტებში დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის კუთხით კიდევ უფრო გააქტიურებისკენაც მოუწოდა. მისი თქმით მნიშვნელოვანია, რომ ტურისტულ სეზონს მხარე მომზადებული დახვდეს.

ისაუბრეს 9 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებზეც. აღინიშნა რომ, ვეტერანებთან შეხვედრები გაიმართება მხარის ყველა მუნიციპალიტეტში, მოეწყობა საზეიმო სვლა ძმათა სასაფლაოებზე, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ყვავილებით შეამკობენ ომში დაღუპულთა საფლავებსა და ფაშიზმზე გამარჯვების მემორიალებს. საზეიმო ცერემონიალის გარდა, მუნიციპალიტეტები ვეტერანებს სადილით გაუმასპინძლდებიან და ფულად დახმარებასაც გაუწევენ.

სხდომას გუბერნატორის მოადგილე გიორგი მიქელაძე, სამხარეო ადმინისტრაციის სამსახურების უფროსები, ქ. ახალციხის მერი, მუნიციპალიტეტების გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ.

აღნიშნული საბჭო გუბერნატორთან არსებული საკონსულტაციო ორგანოა, რომელიც საქმიანობს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი წესით. დებულების თანახმად საბჭო მინიმუმ სამ თვეში ერთხელ იკრიბება, წინა სხდომა მიმდინარე წლის 20 თებერვალს გაიმართა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სამცხე-ჯავახეთში 38 პროექტი განხორციელდება
სამცხე-ჯავახეთის ეკონომიკურ პოტენციალს სამუშაო ჯგუფი შეისწავლის
სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა ახალციხეში
სამცხე-ჯავახეთის საკონსულტაციო საბჭომ მორიგი სხდომა ასპინძაში გამართა
სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელეს
გუბერნიაში მიმდინარე და მომავალი წლის ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს
ახალციხის მერიაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს  შეხვედრა გაიმართა