FM97.5 / LIVE

დამწვარი სამი ძროხა, ოთხი ხბო და ღორები – ხანძარი ვალეში [Photo]

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 27.01.2017
ვალეში, ე.წ. მეორე შახტაში, საქონლის სადგომს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც პირუტყვის ნაწილი კვამლისაგან გაიგუდა, ნაწილი კი დაიწვა.

დამწვარი სამი ძროხა, ოთხი ხბო და ღორები – ხანძარი ვალეში [Photo]

შემთხვევა დღეს, 27 იანვარს, გამთენიას მოხდა. ცეცხლი კრმაჯიანების საქონლის სადგომს გაუჩნდა. ხანძარმა სამი მეწველი ძროხა, ოთხზე მეტი ხბო და ღორები იმსხვერპლა, – მათი ნაწილი ცეცხლში ჩაიწვა, ნაწილი კი კვამლისგან გაიგუდა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზები ამ დროისათვის უცნობია. გამგებლის წარმომადგენელი ვალის ტერიტორიულ ორგანოში, ელიოზ ბარბლიშვილი „სამხრეთის კარიბჭესთან“ აცხადებს, რომ ადგილზე იმყოფებოდნენ „ენერგო-პრო-ჯორჯიას“ ახალციხის სერვის– ცენტრის წარმომადგენლები, რომლებმაც ხანძრის გამომწვევ მიზეზად ელექტროგაყვანილებები ს გაუმართაობა გამორიცხეს.

„რას შეეძლო გაეჩინა ხანძარი,ოჯახის წევრებმაც არ იციან, სახლში იყვნენ და ეძინათ“, - ამბობს ელიოზ ბარბლიშვილი.

მისივე თქმით, საქონლის სადგომი დასახლებისგან შორს იყო და ხანძრის გავრცელების საშიშროება არ ყოფილა. მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა მალევე მოასწრეს.

ელიოზ ბარბლიშვილის თქმით, ხანძრის შესახებ მუნიციპალიტეტის გამგეობას უკვე ეცნობა. ზარალს აღწერენ და რეაგირებას მოახდენენ: „დილითვე ვიყავი, ფოტოები გადავიღე და გამგეობას გადავუგზავნე. ზარალს აღწერენ და იმის მიხედვით გაირკვევა, თუ რა დახმარება შეიძლება გაეწიოს კრმაჯიანების ოჯახს“.

კრმაჯიანების საქონლის სადგომში გაჩენილი ხანძრის მიზეზებზე გამოძიება, შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

დამწვარი სამი ძროხა, ოთხი ხბო და ღორები – ხანძარი ვალეში [Photo]

დამწვარი სამი ძროხა, ოთხი ხბო და ღორები – ხანძარი ვალეში [Photo]

დამწვარი სამი ძროხა, ოთხი ხბო და ღორები – ხანძარი ვალეში [Photo]

დამწვარი სამი ძროხა, ოთხი ხბო და ღორები – ხანძარი ვალეში [Photo]

დამწვარი სამი ძროხა, ოთხი ხბო და ღორები – ხანძარი ვალეში [Photo]

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ ანში საქონლის სადგომი დაიწვა
ვალეში საქონლის სადგომი დაიწვა
ხანძარი წინუბანში – მელიქიძეებს საქონლის სადგომი, თივა და კურდღლები დაეწვათ
წინუბანში საქონლის სადგომი იწვის
სოფელ ბოგაში საქონლის სადგომი დაიწვა
ახალციხეში საქონლის სადგომს ცეცხლი გაუჩნდა
ხანძარმა ვალეში კრმაჯიანები შემოსავლის გარეშე დატოვა