FM97.5 / LIVE

თოვლმა ჯავახეთის რამდენიმე სოფლამდე მისასვლელი გზა ჩაკეტა

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.01.2017
გვიან ღამით მოსულმა თოვლმა ჯავახეთის 15–მდე სოფელში გზა ჩაკეტა. გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

თოვლმა ჯავახეთის რამდენიმე სოფლამდე მისასვლელი გზა ჩაკეტა
სამცხე–ჯავახეთში მთელი ღამე თოვდა, უხვმა ნალექმა ნინოწმინდისა და ახალქალაქის რამდენიმე სოფელში მისასვლელი გზა ჩაკეტა. ადგილობრივ თვითმმართველობებში განმარტავენ, რომ სპეციალური ტექნიკა სოფლებში დილიდან მუშაობს.

თოვლმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 10 სოფლის მისასვლელი გზა ჩაკეტა, ესენია ჩუნჩხა, პტენა, ოკამი, გოგაშენი, თოთხამი, კორხი, აფნია ქარცები და ამ სოფლების მიმართულებით სხვა დასახლებებიც.

„გუშინ გავმწმინდეთ და დღეს ისევ ჩაკეტილია, ტექნიკა მუშაობს და იწმინდება“, – განაცხადა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ შალვა ბალახაძემ.

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტშიც. გამგებლის მოადგილე ალექსანდრე მიქელაძე აცხადებს, რომ ღამით მისასვლელი გზა სამი სოფლის მიმართულებით ჩაიკეტა.

„გასულია ტექნიკა და იწმინდება. ღამე ჩაკეტილი იყო გზა მაღალმთიან სოფლებში სპასოვკის და ტამბოვკის მიმართულებით“, – ამბობს ალექსანდრე მიქელაძე.

რაც შეეხება მესხეთს, როგორ ასპინძის, ადიგენის, ბორჯომის და ახალციხის მუნიციპალიტეტებში განაცხადეს, თოვლის გამო გზა არცერთ სოფელში არ ჩაკეტილა. გზა სპეციალური ტექნიკით იწმინდება და ტექნიკური მარილი იყრება.
დილიდან ცენტრალური ქუჩები თოვლისგან იწმინდება ახალციხეშიც.

[თინათინ ზაზაძე, სამცხე–ჯავახეთი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქის სამ სოფელში თოვლმა გზა ჩაკეტა
დიდთოვლობას მესხეთში სერიოზული პრობლემები არ გამოუწვევია
ადიგენის სოფლებში უამინდობის გამო გზა ჩაიკეტა [video]
ახალქალაქში თოვლმა გადაადგილების პრობლემები შექმნა
ნინოწმინდაში ორლოვკიდან სპასოვკამდე მისასვლელი გზა ჩაიკეტა
ადიგენში თოვლის გამო გადაადგილება არ შეფერხებულა
ადგილობრივები: თოვლის გამო ადიგენის სოფლებში გადაადგილება შეუძლებელია