FM97.5 / LIVE

ახალქალაქის სამ სოფელში თოვლმა გზა ჩაკეტა

მთავარისიახლე, საზოგადოება 31.01.2017
დიდი თოვლის გამო, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სამი სოფელი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი. ფილიპოვკაში, მურჯახეთსა და ჩამდურაში გადაადგილების პრობლემა დაახლოებით 215 ოჯახს შეექმნა.

ახალქალაქის სამ სოფელში თოვლმა გზა ჩაკეტა
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ სპეციალური ტექნიკა გზების გადასწმენდად უკვე გაგზავნილია და დღის ბოლომდე სოფლებამდე მისასვლელი გზა გათავისუფლდება.

„ჩამდურასა და მურჯახეთის მიმართულებით დაახლოებით სამი კილომეტრია გასაწმენდი, ფილიპოვკამდე კი ორი. დღეს აუცილებლად გაიწმინდება. გაწმენდითი სამუშაოები, რომ დაიწყება ადგილზე მეც გავალ“, – განაცხადა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ შალვა ბალახაძემ.

მისივე თქმით, თოვლის გამო გზა ჩაკეტილია სოფელ ხორენიის მიმართულებით, მაგრამ მოსახლეობა ალტერნატიული გზით სარგებლობს.
„ხორენიას ორი მისასვლელი გზა აქვს, ერთი თავისუფალია, მეორე მხრიდან მისასვლელის გასაწმენდად კი დიდი ტექნიკაა საჭირო, ვცდილობთ, რომ ეს საკითხიც მოვაგვაროთ“, – განმარტავს შალვა ბალახაძე.

შეგახსენებთ, რომ სამცხე–ჯავახეთში უხვი ნალექი 29 იანვარს მოვიდა, რის გამოც ჯავახეთის მაღალმთიან სოფლებამდე მისასვლელი გზები ჩაკეტა.

გუშინ გარესამყაროს ახალქალაქსა და ნინოწმინდაში დაახლოებით 15 სოფელი იყო მოწყვეტილი. გაწმენდითი სამუშაოები ამ ეტაპზე ახალქალაქის სამ სოფელში მიმდინარეობს.

[თინათინ ზაზაძე, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თოვლმა ჯავახეთის რამდენიმე სოფლამდე მისასვლელი გზა ჩაკეტა
ადიგენის სოფლებამდე მისასვლელი გზები გაიწმინდა
ნინოწმინდის სოფლებამდე მისასვლელი გზები გაწმინდეს
ადიგენის სოფლებში უამინდობის გამო გზა ჩაიკეტა [video]
ახალქალაქის სოფლები დაისეტყვა
ახალციხიდან ახალქალაქის მიმართულებით მიმავალი გზა ჩაიკეტა
დიდთოვლობის გამო ნინოწმინდის რამდენიმე სოფელში გადაადგილება შეზღუდულია