FM97.5 / LIVE

ადგილობრივები: თოვლის გამო ადიგენის სოფლებში გადაადგილება შეუძლებელია

მთავარისაზოგადოება 09.12.2016
ბოლო რამდენიმე დღეა, ადიგენის სოფლებში მცხოვრებლები გაუვალ გზებზე ჩივიან, ადიგენის გამგეობაში კი ირწმუნებიან, რომ მისასვლელი გზა ყველა სოფლამდე გაწმინდეს.

ადგილობრივები: თოვლის გამო ადიგენის სოფლებში გადაადგილება შეუძლებელია

ერთი კვირაა სამცხე–ჯავახეთში თითქმის ყოველდღე თოვს, რაც ავტომობილების გადაადგილებას აფერხებს. განსაკუთრებით მაღალი თოვლის საფარი მაღალმთიან ზონაშია.

ადიგენის მაღალმთიან სოფლებში ამბობენ, რომ ბოლო რამდენიმე დღეა სოფელში აღარც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მიდის და ადგილობრივები სოფლიდან გამოსვლასაც ვერ ახერხებენ, თუ სპეციალურად მაღალი გამავლობის მქონე მანქანა არ მოძებნეს.

„სამხრეთის კარიბჭეს“ ამ პრობლემების შესახებ, სოციალურ ქსელში რამდენიმე მოქალაქემ გამოუგზავნა შეტყობინება. გზის პრობლემების შესახებ, ასვე სოციალურ ქსელში დღეს ჭელის მეჩეთის წინამძღვარი ჯამბულ აბულაძეც წერდა.

მისი განცხადებით, ორი დღეა ადიგენი–მოხეს დამაკავშირებელი გზა არ გაწმენდილა თოვლის საფარისაგან. მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილითაა შესაძლებელი გადაადგილება. სოფელში ვერც სამარშრუტო ავტობუსები მოძრაობს და მხოლოდ ფეხის ბილიკითაა მისვლა შესაძლებელი.



მიუხედავად ამ ვითარებისა, ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტის სოფლებში შიდა გზების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ადიგენის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, რომ მძიმე ტექნიკამ მუშაობა სოფლებში მას შემდეგ დაიყო, რაც მუნიციპალიტეტში ჭარბი ნალექი დაფიქსირდსა. დუკვე გუშინ, 8 დეკემბერს კი ყველა სოფლამდე მისასვლელი გზა ბოლომდე გაიწმინდა და გადაადგილების პრობლემა არსად არაა.

„რამოდენიმე ერთეული ტექნიკა მუშაობდა დილიდან, თუ საჭიროება იქნება, კიდევ იმუშავებენ მთელი ღამე. ცენტრალური გზები ისეც გაწმენდილი იყო. ფხეროს, კახარეთის, ხარჯამის მიმართულებით გაწმენდილია“, –განუცხადა გუშინ, 8 დეკემბერს, „სამხრეთის კარიბჭეს“ ადიგენის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტმა მამუკა კალანდაძემ.

ადგილობრივები: თოვლის გამო ადიგენის სოფლებში გადაადგილება შეუძლებელია

ადგილობრივები: თოვლის გამო ადიგენის სოფლებში გადაადგილება შეუძლებელია

ადგილობრივები: თოვლის გამო ადიგენის სოფლებში გადაადგილება შეუძლებელია

[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თოვლის გამო ადიგენის რამდენიმე სოფელში გადაადგილება შეზღუდულია
ადიგენი–მოხის მიმართულებით მოსახლეობა გზის გაწმენდას ითხოვს
ადიგენის სოფლებამდე მისასვლელი გზები გაიწმინდა
ადიგენში თოვლის გამო გადაადგილება არ შეფერხებულა
უამინდობა სამცხე–ჯავახეთში – რამდენად მზადაა რეგიონი
თოვლმა ჯავახეთის რამდენიმე სოფლამდე მისასვლელი გზა ჩაკეტა
ადიგენის სოფლებში უამინდობის გამო გზა ჩაიკეტა [video]