FM97.5 / LIVE

დიდთოვლობას მესხეთში სერიოზული პრობლემები არ გამოუწვევია

მთავარისაზოგადოება 09.12.2013
უამინდობის გამო ახალციხის, ადიგენისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში გზებზე გარკვეული პრობლემები შეიქმნა. ადგილობრივ თვითმმართველობებში ამბობენ, რომ გზები ყველა მიმართულებით იწმინდება და სერიოზული შეფერხებები არ არის.

დიდთოვლობას მესხეთში სერიოზული პრობლემები არ გამოუწვევია
ამ ეტაპზე შეფერხებულია მოძრაობა ადიგენის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში. დერცელის, მოხეს, ღორთუბანისა და ზედა ზონის სოფლების მიმართულებით ავტომანქანებით გადაადგილება შეზღუდულია.

„დღეს დილით გავუშვით ტექნიკა და უკვე იწმინდება. აბასთუმანში, აღობილი და ზეკარის გზებზეც მუშაობენ. მოხე, დერცელი, ღორთუბანი და ზედა ზონის სოფლებში თოვლის საფარი დაახლოებით 60 სანტიმეტრზე მეტია, მაგრამ ამ დროისთვის იწმინდება და ძალიან მალე გაიხსნება“, - ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი არსენ ბალახაშვილი.

რაც შეეხება ადიგენის შიდა გზებს, როგორც არსენ ბალახაშვილი განმარტავს, საგზაო დეპარტამენტი ემსახურება.

„დილით მქონდა მათთან საუბარი, როგორც მითხრეს უდე-არალს უკვე წმენდენ, შემდეგ უნდა ავიდეს უტყისუბანი და საერთაშორისო მომსახურების გზაზე, ზარზმის მონასტერთან“, - ამბობს არსენ ბალახაშვილი.

უამინდობის გამო ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ამ ეტაპზე შეფერხებები არ არის. როგორც სოფლის, ასევე ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე გადაადგილება შეზღუდული არ არის. გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ბესიკ ბლიაძის თქმით, ტექნიკურ მარილს ყველა პრობლემურ მონაკვეთზე დაყრიან.

„არის რამდენიმე სოფელი, რომელიც შედარებით მაღალმთიანია და აღმართიანი გზებია, იქ ცოტა პრობლემებია, ტრანსპორტს გადაადგილება უჭირს, თუმცა გზა ჩაკეტილი მაინც არაა. ტექნიკური მარილი დილიდან იყრება ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე. გარდა ამისა, იმ ადგილებშიც დავყრით, სადაც პრობლემაა“, - ამბობს ბესიკ ბლიაძე.

დიდთოვლობის გამო გზებზე პრობლემები არ შექმნილა ბორჯომის მუნიციპალიტეტში. გამგებლის დიმიტრი ბერიძის თქმით, ქალაქის შიდა ქუჩებზე ტექნიკური მარილი იყრება.

„პირველი თოვლი რომ მოვიდა, გზებზე გარკვეული პრობლემები შეიქმნა, რაც რიკოთზე გზის ჩაკეტვამ გამოიწვია, მთლიანი ტექნიკა იქ მუშაობდა. პირველი ორი დღე შედარებით გაგვიჭირდა, მობილიზებულები არ ვიყავით ამხელა თოვლისთვის. პრობლემები როგორც ცენტრალურ მაგისტრალზე, ასევე შიდა ქუჩებზე გვქონდა, მაგრამ ამ მომენტისთვის, მობილიზებულები ვართ, მარილიც იყრება, თითქმის ყველა ქუჩა იწმინდება და არანაირი პრობლემა არ არის“, - ამბობს დიმიტრი ბერიძე.

დიდთოვლობას მესხეთში სერიოზული პრობლემები არ გამოუწვევია

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის შიდა ქუჩებზე ტრანსპორტს მოძრაობა უჭირს
უამინდობა სამცხე–ჯავახეთში – რამდენად მზადაა რეგიონი
ბესიკ ხითარიშვილი: ”ტექნიკური მარილი საკმარისია”
თოვლმა ჯავახეთის რამდენიმე სოფლამდე მისასვლელი გზა ჩაკეტა
ახალციხეში თოვლის გამო გადაადგილება არ შეფერხებულა
ახალციხის გამგეობაში მუნიციპალიტეტის პრობლემებზე იმსჯელეს
ძლიერი ქარის გამო ადიგენში გზების გაწმენდა ფერხდება