FM97.5 / LIVE
მომხდარი ინციდენტის გარკვევას, ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრი შეეცადა."> რესურსცენტრი: 'მეხუთე სკოლაში მომხდარს არავინ ადასტურებს’

რესურსცენტრი: 'მეხუთე სკოლაში მომხდარს არავინ ადასტურებს’

მთავარისაზოგადოება » განათლება 15.02.2013
დღეს დილით, მეხუთე საჯარო სკოლაში 13 თებერვალს მომხდარი ინციდენტის გარკვევას, ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრი შეეცადა.

რესურსცენტრი: 'მეხუთე სკოლაში მომხდარს არავინ ადასტურებს’
ფოტო გადაღებულია 10.09.2011, სკოლის ახალი კორპუსის გახსნისას

ახალციხის საგანმანათლებო რუსურცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნინო დემეტრაძე იმ მოსწავლეებს, მშობლებსა და დამლაგებელს შეხვდა, რომლებიც ”სამხრეთის კარიბჭესთან” სკოლის დირექტორს ძალადობაში ადანაშაულებენ.

- ”მომხდარის შესახებ რომ შევიტყვეთ, ვეცადეთ თავად გადაგვემოწმებინა”, - გვითხრა დემეტრაძემ.

მისი თქმით, ცემის ფაქტი, მასთან საუბარში არავინ დაადასტურა: ”შევხვდი მოსწავლეებსაც, მშობლებსაც და სკოლის დირექტორსაც. მითხრეს, რომ მსგავსი არაფერი ყოფილა”.

საგანმანათლებლო რესურსცენტრს დღეს დილითვე განათლების სამინისტროდან დაუკავშირდნენ: ”აინტერესებდათ სკოლაში რა ხდებოდა, ვუთხარი რომ მომხდარს არავინ ადასტურებს”.

განათლების სამინისტროს პრესსამსახურის თიკო ფექირიშვილის თქმით, მოკვლევა დაწყებულია და სანამ არ დასრულდება, სამინისტრო მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ გააკეთებს: ”პასუხი მაქსიმუმ სამშაბათისთვის გვექნება”.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლეები და დამლაგებელი, სკოლის დირექტორს ჟენია მერაბიშვილს, ”სამხრეთის კარიბჭესთან” ცემაში ადანაშაულებენ. ერთ-ერთი პედაგოგი კი, რომელმაც ასევე დაუდასტურა მომხდარი ”სამხრეთის კარიბჭეს”, აცხადებს, რომ დერეფანში მომხდარი ინციდენტი ორმა ვიდეოთვალმაც დააფიქსირა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მეხუთე სკოლის მასწავლებელმა, რომელსაც მოსწავლეების ცემაში ადანაშაულებენ, სკოლის დატოვება გადაწყვიტა
მეხუთე სკოლაში მომხდარ ფაქტს სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის
ვინ და რატომ იმყოფება მე-5 სკოლაში, სამინისტროში ვერ გვეუბნებიან
ვანო მერაბიშვილის დედა დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს
ახალციხის მეხუთე სკოლაში მოსწავლეების შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
მეხუთე სკოლის მასწავლებელს, რომელსაც მოსწავლეების ცემაში ადანაშაულებენ, სკოლაში დაბრუნება  სთხოვეს
ვინ ასრულებს დირექტორის მოვალეობას მეხუთე სკოლაში