FM97.5 / LIVE

მეხუთე სკოლის მასწავლებელს, რომელსაც მოსწავლეების ცემაში ადანაშაულებენ, სკოლაში დაბრუნება სთხოვეს

მთავარისაზოგადოება 20.10.2015
ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის მასწავლებელს, ეთერ გვირჯიშვილს, რომლის მიმართ მოსწავლეების შესაძლო ცემის ფაქტზე, გამოძიებაა დაწყებული და რომელმაც დღეს სკოლიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა, მოსწავლეებმა სახლთან გულის ფორმის ცეცხლი დაუნთეს და სკოლაში დაბრუნება სთხოვეს.

მეხუთე სკოლის მასწავლებელს, რომელსაც მოსწავლეების ცემაში ადანაშაულებენ, სკოლაში დაბრუნება  სთხოვეს

სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებმა მასწავლებელს სახლთან დღეს, 20 ოქტომბერს, საღამოს მიაკითხეს. მოსწავლეებმა ეზოში ნახერხით გულის ფორმის ცეცხლი დაუნთეს და შეძახილებით: „ეთერი მას, გვიყვარხარ“, შეეცადნენ მასწავლებლისთვის სკოლის დატოვების გადაწყვეტილება შეეცვლევინებინათ. (ეს ის კლასი არ არის, რომლის მოსწავლეებიც ცემაში ადანაშუალებენ. ს.კ.)

„ჩვენი სითბო ამით გამოვხატეთ, არ გვინდა, რომ ეთერი მასწავლებელი ჩვენი სკოლიდან წავიდეს“, – გვითხრეს ეთერი გვირჯიშვილის სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებმა.

მეხუთე სკოლის მასწავლებელს, რომელსაც მოსწავლეების ცემაში ადანაშაულებენ, სკოლაში დაბრუნება  სთხოვეს მოსწავლეების თქმით, გულის დანთების შემდეგ, ეთერ გვირჯიშვილი ეზოში ჩავიდა: „ჩამოვიდა, მოგვეფერა, ყველა ჩაგვკოცნა, ცრემლები მოსდიოდა. სკოლაში დაბრუნების შესახებ არაფერი უთქვამს“.

შეგახსენებთ, დღეს, 20 ოქტომბერს, ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელმა, ეთერ გვირჯიშვილმა, რომელსაც მოსწავლეები ცემაში ადანაშაულებენ, სკოლიდან წასვლის შესახებ დაწერა განცხადება.

მეხუთე სკოლის მასწავლებელს, რომელსაც მოსწავლეების ცემაში ადანაშაულებენ, სკოლაში დაბრუნება  სთხოვეს მეხუთე სკოლის დირექტორის, ინგა ვარდიძის თქმით, რომელსაც ჯერ განცხადებაზე რეზოლუცია არ დაუდია, განცხადების თანახმად, გვირჯიშვილი სკოლას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ტოვებს.

„სამხრეთის კარიბჭემ“ გადაწყვეტილების მოტივის გარკვევა ეთერ გვირჯიშვილთან სცადა. გვირჯიშვილმა მომხდარში რედაქცია დაადანაშაულა.

„თქვენი წყალობით დავტოვე სკოლა, თქვენმა სტატიამ ისე ცუდად გამხადა, ლამის გარდავიცვალე. ღირს კი ამის შემდეგ სკოლაში მუშაობა?! მეორედ აღარ დამიკავშირდეთ, დამამშვიდებლებს ვსვამ და ნუ მაწუხებთ“, – გვითხრა ეთერ გვირჯიშვილმა.

მეხუთე სკოლის მასწავლებელს, რომელსაც მოსწავლეების ცემაში ადანაშაულებენ, სკოლაში დაბრუნება  სთხოვეს შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც „სამხრეთის კარიბჭემ“ შესაძლო ძალადობის ფაქტზე მასალა გამოაქვეყნა, მომხდარით სამართალდამცავი უწყებები დაინტერესდნენ. ახალციხის რაიონულმა სამმართველომ ცემის შესაძლო ფაქტზე, სსკ–ის 125–ე მუხლით ძიება დაიწყო. განათლების სამინისტროში კი აცხადებენ, რომ მომხდარი ჯერ სკოლის დისციპლინურმა საბჭომ უნდა შეისწავლოს და თავად ამის შემდეგ ჩაერთვებიან.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მეხუთე სკოლის მასწავლებელმა, რომელსაც მოსწავლეების ცემაში ადანაშაულებენ, სკოლის დატოვება გადაწყვიტა
სამინისტრო: ‘მეხუთე სკოლაში მოსწავლეების შესაძლო ცემის ფაქტს დისციპლინური საბჭო შეისწავლის’
ახალციხის მეხუთე სკოლაში მოსწავლეების შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
N5 სკოლაში მოსწავლეზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე შსს–მ ძიება დაიწყო
ახალციხის მეხუთე  სკოლაში მასწავლებელს მოსწავლეების ცემაში ადანაშაულებენ
მოხეს სკოლის მოსწავლეებმა განათლების სამინისტროს წერილობით მიმართეს
ახალციხის მეხუთე სკოლიდან გათავისუფლებულმა მასწავლებელმა სასამართლოში იჩივლა